Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დეკანოიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს, ალექსანდრე კვახაძეს თავს დაესხნენ

18 იანვარი, 2018 20:22

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს, ალექსანდრე კვახაძეს თავს დაესხნენ. 


„დღეს ქვეყანაში გამოცხადებულია ძალადობის ქრონიკა, ვინაიდან ფულის გამოძალვის მიზნით თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს ალექსანდრე კვახაძეს. ეს ახალგაზრდა არის სანიმუშაო ახალგაზრდა. რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა ბრიტანეთიდან, აქტიურ სამეცნიერო მუშაობას ეწევა და ასევე თანამშრომლობს „ჯეიმსთაუნის“ ორგანიზაციასთან, წერს სამეცნიერო სტატიებს სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს შესახებ. მოქალაქეს, რომელსაც კანონი არასდროს დაურღვევია და რომლის მთავარი საქმიანობა, ძირითადად არის სამეცნიერო მუშაობა, დღისით, მზისით თავს ესხმიან, კრიმინალური მენტალობის ადამიანები და სთხოვენ მას ფულს. ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა კრიმინოგენური თვალსაზრისით. პრაქტიკულად ყველა მოქალაქე არის დაუცველი და ყველას შეიძლება დაესხან თავს კრიმინალური ელემენტები, რათა გამოსძალონ ფული და თუ ამ ადამიანებმა უარი უთხრეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად მიაყენონ ფიზიკური შეურაცხყოფა“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე ინფორმაციით, კვახაძეზე თავდასხმის ფაქტზე შეტანილია განცხადება პოლიციაში და დაზარალებული სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^