Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი კობახიძემ უკრაინაში ვიზიტი პოროშენკოსთან შეხვედრით დაასრულა

19 იანვარი, 2018 18:42

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კიევში უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს შეხვდა. ამით ქართულმა დელეგაციამ უკრაინაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოსა და უკრაინას განსაკუთრებული ისტორიული და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, რასაც ქვეყნებს შორის მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა ეფუძნება.

„საუბარი შეეხო ქვეყნების წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებსა და მათთან გასამკლავებლად, კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ყურადღება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და სხვადასხვა მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გამახვილდა. ასევე, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან პოტენციალს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესიც. აღინიშნა, რომ საერთო მიზნების მისაღწევად, საქართველომ და უკრაინამ საერთაშორისო ფორმატში, კოორდინირებულად უნდა იმუშაონ“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მხარეებმა ერთმანეთს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურეს.

უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე თანამემამულეებს საქართველოსა და უკრაინის ორმხრივი ურთიერთობისა და ქვეყნების წინაშე არსებული საერთო გამოწვევების, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ ესაუბრა.

უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდა უკრაინის პრემიერ-მინისტრს, უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, დაესწრო რადას პლენარულ სხდომას, გვირგვინით შეამკო კიევსი ზეციური ასეულის გმირების მემორიალი და ეწვია კიევო-პეჩორის ეროვნულ ისტორიულ ნაკრძალს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^