Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოროშენკო: რუსეთის აგრესიასთან ბრძოლისთვის ქვეყნებს შორის კოორდინაცია მნიშვნელოვანია

19 იანვარი, 2018 19:48

კიევში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა. პოროშენკოს თქმით, საქართველოსა და უკრაინის კოორდინაცია მნიშვნელოვანია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად. „ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ საერთაშორისო ორგანიზაციებში ეფექტიანი კოორდინაციისთვის.“ - თქვა შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა.

პოროშენკომ გაიხსენა როგორ ჩავიდა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის საზღვართან საქართველოს პრეზიდენტთან ერთად და შეხვდა ადგილობრივებს. „ამ ადამიანების ერთადერთი კითხვა იყო – რატომ მოხდა ეს, რადგან ოკუპაციამ კარგი არაფერი მოუტანა არც ოსებს, არც დონბასის მცხოვრებთ. ამიტომ ჩვენ ყველაზე კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კოორდინაცია და ეფექტიანი ნაბიჯები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით.“ - თქვა პოროშენკომ.

პეტრო პოროშენკომ კობახიძესთან შეხვედრაზე კმაყოფილება გამოთქვა ორი ქვეყნის ევროპასთან თანამშრომლობით და პოლიტიკური ურთიერთობის გაღრმავება ისურვა. ის ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 26 წლისთავი ერთობლივი ღონისძიებებით აღინიშნოს.

„მოდით, საერთო ღონისძიებები დავგეგმოთ. ჩემი იდეა იყო, როდესაც ჩვენს პარლამენტში კენჭს უყრიდნენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ჩემი ადმინისტრაცია ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეუთანხმდა  ევროპარლამენტთან ვიდეოკავშირის ორგანიზებაზე. მოდით, რამე მსგავსი გავაკეთოთ პარლამენტების სესიაზე. ვაჩვენოთ, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი ისტორია არ იწყება საბჭოთა კავშირის დაშლიდან. რომ ჩვენ ვართ ერები, რომელთაც საბჭოთა კავშირამდე გაცილებით დიდი ისტორია აქვთ“, - თქვა შეხვედრაზე პეტრო პოროშენკომ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^