Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წიქარიშვილი: არ მქონდა განცდა, რომ სასამართლოს ვესროლე, მე ვესროლე უსამართლობის კერას

24 იანვარი, 2018 12:59

გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) სასამართლო პროცესის შემდეგ დაკავებული ბექა წიქარიშვილის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ განიხილა და 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. „თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტი გუშინ მანდატურებმა სასამართლოს შენობის მინის აგურით ჩამსხვრევის გამო დააკავეს. 

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იყო ქართული მართლმსაჯულების კიდევ ერთი ძალიან დიდი სირცხვილი. გიორგი გიორგანაშვილის მიმართ განაჩენს ვგულისხმობ. არავინ ველოდით ამას. ყველას გვქონდა მოლოდინი, რომ დადგებოდა გამამართლებელი განაჩენი იმიტომ, რომ ყველაფერი ამისკენ მიუთითებდა, მათ შორის, მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელმაც თავის დროზე წინასწარი პატიმრობა შეუცვალა და თავისუფლებაში გაატარებინა ბოლო 6 თვე და ახლა, ფაქტობრივად, შეაბრუნა ისევ უკან. აბსოლუტურად ალოგიკური იყო ეს ნაბიჯი, მით ემეტეს, იმ ფონზე, როცა პროცესებზე დადასტურდა ფაქტობრივად „ბახალას“ უდანაშაულობა. ტაქსის მძღოლმა დაადასტურა, ერთადერთმა ნეიტრალურმა მოწმემ. გამოვიდა, რომ სასამართლო დაეყრდნო ისევ ორი პოლიციელის ჩვენებას. ეს არის სამარცხვინო პრაქტიკა, რომელიც წლებია, ამ ქვეყანაში არსებობს და ქართული მართლმსაჯულების სირცხვილად იქცა. ჩემი ქმედებაც სწორედ ამით იყო განპირობებული, მე მართლა არ მქონდა ის განცდა, რომ სასამართლოს ვესროლე [აგური], მე მქონდა განცდა, რომ ვესროლე უსამართლობის კერას. 

რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, ახლა ადმინისტრაციული წესით გაიმართება ჩემი სასამართლო, არ ვიცოდი, რომ სისხლის სამართლის წესითაც იძიებდნენ საქმეს, ეს გვიან გავიგე და ცოტა აბსურდული არის ერთსა და იმავე ქმედებაზე ორი სასჯელი, ორი ბრალდება. იმედი მაქვს, რომ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, მე შევეცდები, რომ ჩემი ქმედება ავუხსნა მოსამართლეს და იმედი მაქვს, გაიგებს და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებს. რაც შეეხება ზოგადად პროცესებს, ძალიან მტკივნეულია ეს ყველაფერი, ამ დროში გაწელილი უსამართლობის ფონზე, ამ დროში გაწელილი ნარკოპოლიტიკის ცვლილების მოლოდინის ფონზე. პენალტი დადო გუშინ მოსამართლე შორენა გუნცაძემ. ჩვენ ვიბრძოლებთ როგორც „ბახალასთვის“, ისე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დღეს უსამართლოდ იხდის სასჯელს სხვადასხვა დაწესებულებაში“, - უთხრა „ლიბერალს“ ბექა წიქარიშვილი.

როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 

აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. 

წიქარიშვილის მიმართ გამოძიება დაწყებულია ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით. ერთი გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას, მეორე მუხლი კი სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

გუშინ მანდატურის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, სასამართლოში წესრიგის დარღვევისთვის რეჟისორი თორნიკე ბზიავა 500 ლარით დაჯარიმდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილი („ბახალა) დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^