Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯანდაცვის სამინისტროში ნარკოლოგიური სერვისების განვითარებაზე იმსჯელეს

24 იანვარი, 2018 16:43

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე დღეს ნარკოლოგებსა და სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადოს გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში ნარკოლოგიური სერვისები, რათა კანონმდებლობის ლიბერალიზაციის შემდეგ შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანებს ადეკვატური სამედიცინო დახმარება შესთავაზონ.

„როგორც ვიცით, ქვეყანაში დაგეგმილია ნარკოპოლიტიკის კუთხით გარკვეული ცვლილებები, ინიცირებულია შესაბამისი კანონპროექტი. ორი დღის წინ უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში გამართულ სხდომაზე გადაწყდა, რომ 1 თვის განმავლობაში მომზადდეს გარკვეული ინფორმაცია სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად“, - განაცხადა ზაზა სოფრომაძე,

მისი თქმით, უცხოური გამოცდილებაც აჩვენებს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია დროის გარკვეულ  მომენტში აუცილებლად იწვევს მოთხოვნილების ზრდას ჯანდაცვის სერვისებზე.

„შესაბამისად, ჩვენ სწორად უნდა შევაფასოთ ამ მიმართულებით არსებული პოტენციალი და დავსახოთ სწორი გზა იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რაც მომავალში გველოდება“, - განაცხადა სოფრომაძემ.

ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილის ხათუნა თოდაძის განცხადებით, ნარკოლოგიური სერვისების განვითარების მხრივ ქვეყანაში არის მიმართულებები, მაგალითად ჩანაცვლებითი თერაპია, რომელიც კარგად არის განვითარებული -  პაციენეტების მოცვა მაღალია, დაფინანსებაც კარგია, მაგრამ ასევე არის სერვისები, რომლებსაც სჭირდება გაძლიერება - მაგალითად, დეტოქსიკაციის სერვისი თავისი თანმხლები რეაბილიტაციით, ასევე - გარკვეული სერვისები, რომლებსაც საერთოდ ნულიდან სჭირდება დაწყება - ე.წ. რეზიდენტული ტიპის რეაბილიტაცია, რომელიც, სამწუხაროდ, არ არის დღეს საქართველოში.

„ამას ემატება კადრების პრობლემა, როგორც ექიმი-ნარკოლოგების, ისე სოციალური მუშაკების და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი ექვემდებარება გადაწყვეტას და გადაჭრას და მზადყოფნაც არსებობს საამისოდ.  როდესაც კანონპროექტი შევა უკვე ძალში, ამ პრობლემებისა დიდი ნაწილი მოგვარებული იქნება... უახლოესი დავალება, რაც მივიღეთ მათგან, ისაა, რომ აღვრიცხოთ კარგად, რა შეგვიძლია, დავითვალოთ ეს ყველაფერი, მივაწოდოთ განახლებული ინფორმაცია, რაც დღეს გვაქვს და ერთიანად შევქმნათ ის გეგმა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ განსაზღვრავს, თუ რა და როგორ უნდა გავაკეთოთ უახლოს ხანებში“, - განაცხადა თოდაძემ.

22 იანვარს იუსტიციის სამინისტროში ნარკოპოლიტიკასთნ დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განახადა, კომისიის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, წარმოადგინოს გეგმა/შეფასება თუ რა ვადაში და ბიუჯეტით იქნება შესაძლებელი ნარკოლოგიური სერვისების განვითარება.

როგორც  ზოიძემ განაცხადა, „სანამ არ მოხდება ინფრასტრუქტურის მომზადება, რომ ადამიანებს შევთავაზოთ სერვისები საპატიმრო სასჯელის ნაცვლად, მანამდე, რა თქმა უნდა, დეკრიმინალიზაცია არ მოხდება“.

ზოიძე: ვიზიარებთ პრინციპს, სანამ სერვისები არ გვექნება, დეკრიმინალიზაცია არ მოხდება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^