Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოროსი: Facebook და Google აბრკოლებენ ინოვაციებს - ინტერნეტგიგანტების დღეები დათვლილია

26 იანვარი, 2018 16:30

მილიარდერმა ფილანტროპმა, ჯორჯ სოროსმა ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ „ფეისბუკი“ და „გუგლი“ აბრკოლებენ ინოვაციებს.

„მინდა, კიდევ ერთ გლობალურ პრობლემაზე გავამახვილო ყურადღება: გიგანტური IT კომპანიების ზრდა და მონოპოლისტური ქმედებები. ამ კომპანიებმა ხშირად ინოვაციური და განმათავისუფლებლის როლი ითამაშეს, თუმცა „ფეისბუკი“ და „გუგლი“ კიდევ უფრო ძლიერ მონოპოლისტებად ჩამოყალიბდნენ. ისინი აბრკოლებენ ინოვაციებს და მრავალგვარი პრობლემა წარმოქმნეს. ამ პრობლემების გააზრებას ჩვენ ახლა ვიწყებთ.

სამთო და ნავთობმომპოვებელი კომპანიები ექსპლუატაციას უწევენ ფიზიკურ გარემოს, სოციალური მედიაკომპანიები კი სოციალურ გარემოს უწევენ ექპლუატაციას. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან სოციალური მედიაკომპანიები ადამიანებზე ახდენენ გავლენას, თუ როგორ იფიქრონ და მოიქცნენ, ისე, რომ მათ ეს არც იციან. ეს განსაკუთრებით საზიანო გავლენას ახდენს დემოკრატიაზე, განსაკუთრებით კი სამართლიან არჩევნებზე“, - განაცხადა ჯორჯ სოროსმა

სოროსის თქმით, დიდი ინტერნეტპლატფორმების დღეები დათვლილია. 

„გიგანტური პლატფორმების მფლობელები თავს სამყაროს მბრძანებლებად მიიჩნევენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი დომინანტობის სურვილს ემონებიან. ამერიკული მონოპოლისტური ინტერნეტკომპანიების დაშლა მხოლოდ დროის საკითხია. დავოსი კარგი ადგილია იმის გამოსაცხადებლად, რომ მათი დღეები დათვლილია. რეგულაციები და ბეგარა მათ გაანადგურებს და მათი ოპონენტი ევროკომისიის კომისარი - ვესტაგერი იქნება.“, -  

„ინტერნეტმონოპოლისიტებს არ გააჩნიათ ნება, რომ დაიცვან საზოგადოება თავიანთი ქმედებების ზეგავლენისგან. ეს მათ მავნებლებად აქცევს და მარეგულირებელ ორგანოებს ევალებათ ამ კომპანიებისგან საზოგადოების დაცვა. ამერიკაში არ არსებობს საკმარისად ძლიერი რეგულაციები, რომ დაიცვას საზოგადოება აღნიშნული კომპანიების პოლიტიკური გავლენისგან. ევროკავშირში უკეთესი მდგომარეობაა, რადგან იქ არ გააჩნიათ საკუთარი გიგანტური პლატფორმები“, - განაცხადა ჯორჯ სოროსმა. 

ჯორჯ სოროსმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ნაციონალიზმზე, ასევე დონალდ ტრამპზე, მან ტრამპის ადმინისტრაციას უწოდა „საფრთხე მსოფლიოსთვის“ და იმედი გამოთქვა, რომ 2020 წელს, ან უფრო ადრე ის აღარ იქნება ქვეყნის სათავეში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^