ტრანსგენდერი ქალი აცხადებს, რომ ვაკის პარკთან გამთენიისას თავს დაესხნენ. როგორც ლიბერალს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარებს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ტრანსგენდერი ქალი, მირანდა ფაღავა, facebook პოსტში წერს, რომ შემთხვევა დღეს გამთენიისას, დაახლოებით 04:00-დან 05:30-მდე, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
„სახე დასიებულ-დასისხლიანებული მქონდა, ქუთუთოზე მაქვს ღია ჭრილობა, დაახლოებით 2-3 სმ. შიშისგან ვკანკალებდი და ვტიროდი, ტანსაცმელი შემოხეული მქონდა და იქვე მდგარი სადღეღამისო ჯიხურების გამყიდველებს ვთხოვდი პატრული და სასწრაფო დახმარება გამოეძახებინათ, თუმცა ყველამ უარი თქვა დახმარებაზე. დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით ვიყავი, როცა შევამჩნიე, რომ იმ მარკეტთან, სადაც ინციდენტი მოხდა გაჩერდა დაცვის პოლიციის მანქანა, ვინაიდან მე ძალა ბოლომდე გამოცლილი მქონდა და არ შემეძლო ჩემით მივსულიყავი იქამდე, მივედი ერთ-ერთ იქვე მდგომ ტაქსთან და ვთხოვე მივეყვანე, როცა ადგილზე მივედით და მანქანიდან გადმოვედი დაცვის თანამშრომლები უკვე მანქანაში სხდებოდნენ, როგორც კი მოძალადემ დამინახა ეგრევე გამოიქცა ჩემსკენ გინებით, ყვიროდა რომ მომკლავდა, მივედი დაცვის თანამშრომლებთან და ვთხოვე რეაგირება მოეხდინათ და დავეცავი მოძალადისგან, დამცინავი გამომეტყველებით მითხრეს რომ მათ კომპეტენციაში არ შედის ეს და გამომეძახებინა საპატრულო პოლიცია, დამტოვეს იქვე, შემდეგ ლიბერთი ბანკის შენობაში როგორ მოვხვდი არ მახსოვს, იქ გამოიძახეს პატრული და სასწრაფო, იქვე აღმომიჩინეს პირველადი დახმარება, საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი ვთქვი, რადგან ვიცოდი, რომ იქ ჰომოფობიურად განწყობილი ექიმები დამხვდებოდნენ, მე კიდევ მსგავსი სტრესის გადატანის ძალა არ მქონდა, პოლოციამ მოძალადე დააკავა, თუმცა შემდგომში რა რეაგირება მოჰყვება ამ საქმეს არ ვიცი, რადგან ხშირად მსგავსი ტიპის საქმეებს, რომლებშიც ლგბტ პირები ფიგურირებენ დაზარალებულის ამპულაში არ იძიებენ,თვალზე მაქვს ღია ჭრილობა, რომლიდანაც სისხლი ახლაც მდის, საავადმყოფოში და განყოფილებაში დღისით ვგეგმავ მისვლას ადვოკატთან ერთად“,- აღწერს მომხდარს facebook პოსტში მირანდა ფაღავა.