Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი გახდა

30 იანვარი, 2018 14:33

საქართველოს ბანკმა  და საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, მეომრანდუმის თანახმად ბანკი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გენერალური სპონსორობის შესახებ, მემორანდუმი სწორედ საქართველოს ბანკთან გააფორმა. ჩვენ ვახორციელებთ მეტად საინტერესო პროექტებს ქართული სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებისთვის, სადაც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი გენერალური სპონსორის მხარდაჭერა.  ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და ერთობლივი ძალებით ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შევძლებთ“ განაცხადა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს წამყვანი ბანკი, ქვეყნისთვის ერთერთი მნიშვენლოვანი - საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა. აღნიშნული თანამშრომლობით, საქართველოს ბანკი მხარს უჭერს სპორტის განვითარებას ქვეყანაში და ქართველი სპორტსმენების კიდევ უფრო მეტ წარმატებას, მსფოლიო ასპარეზზე. ჩვენთვის პატივია, გვქონდეს უფლება მხარი დავუჭიროთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ,  ქართველი სპორტსმენების განვითარებასა და წარმატებაში, მათი წარმატება კი სწორედ ჩვენი ქვეყნის წარმატებაა, მსოფლიო ასპარეზზე“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

საქართველოს ბანკის და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ურთიერთანამშრომლობის შედეგად, არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება, რომელიც ხელს შეუწყობს ქართველი სპორტსემენების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლებას, ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას  და გავრცელებას, რადგან  თითეული სპორტმენისთვის, რომელიც წლების განამავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის - მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^