Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ე.წ. „პუტინის სია“ გამოაქვეყნა

30 იანვარი, 2018 18:19

„პუტინის სია“ - ასე უწოდეს პუტინთან დაახლოებული გავლენიანი პოლიტიკოსებისა და ოლიგარქების სიას, რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. სიაში, რომლითაც შეიძლება აშშ-მ რუსეთზე მორიგი სანქციების დაკისრებისას იხელმძღვანელოს, 210 ადამიანია -114 გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა და 96 ოლიგარქი. ყველა მათგანმა განსაკუთრებული გავლენა კრემლში პუტინის მმართველობისას მოიპოვა.

რუსეთში გავლენიანი პოლიტიკოსებისა და კომპანიების სიის გამოქვეყნებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს კანონი ავალდებულებს. ის შეიძლება გამოიყენონ მორიგი სანქციისთვის, რომელსაც აშშ რუსეთს 2016 წელს მის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის, ადამიანის უფლებების დარღვევის, ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციისთვის დაუწესებს.

„პუტინის სიაში“ მოხვდნენ ცნობილი პოლიტიკოსები: პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პუტინის მრჩეველი სერგეი სურკოვი, პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი და სხვა გავლენიანი ფიგურები. სიაში მოხვდა რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩიც.

„პუტინის სიაში“ ცნობილ პოლიტიკოსებსა და ოლიგარქებს შორის მოხვდა წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი ალექსანდრე ჯაფარიძეც. ის რუსეთში ნავთობმომპოვებელ ბიზნესშია ჩართული და მილიარდ-ნახევარზე მეტ ქონებას ფლობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^