Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე რუსთაველის #12-ში სასტუმროს პროექტის ესკიზზე: გადაწყვეტილებას სწრაფად არ მივიღებთ

31 იანვარი, 2018 15:15

თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის #12-ში სასტუმროს ესკიზის შესახებ განაცხადა, რომ მშენებლობაზე ჯერ არ შეთანხმებულან და გადაწყვეტილების მიღება სწრაფად არ მოხდება. მისი თქმით, ეს საკითხი იქნება  საერთო განხილვის საგანი. 

„იქ არანაირი მშენებლობა არ იგეგმება და არანაირი შეთანხმება მშენებლობაზე არ არის მიღებული. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და როგორი შენობა-ნაგებობა განთავსდება, თუმცა, ზოგადად, რუსთაველის გამზირი არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება ასე სწრაფად არ და ვერ მოხდება. ეს იქნება საერთო განხილვის საგანი, თუ რაიმე პროექტი და საინვესტიციო მშენებლობა დაიგეგმება და განხორციელდება. ეს გამოტანილი იქნება საჯაროდ და იქნება განხილვები. ასე რომ, ცრუ განგაშს ნუ აყვებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისში რუსთაველის 12-ში სასტუმროს პროექტის ესკიზზე წინასწარი შეთანხმება მოხდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს ექვსმა წევრმა პროექტი მოიწონა. არქიტექტორი  შალვა მიქელაძეა. 

„მიეცეს დადებითი შეფასება ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზ. N12-ში სასტუმროს ესკიზის წინასწარი შეთანხმების საკითხს“, - ნათქვამია საბჭოს გადაწყვეტილებაში. 

„შეიძლება დაკორექტირდეს პროექტის ესკიზის ვიზუალი, მოცულობა. თუმცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთვის  კონცეპტუალურად მისაღებია ის“, -  განუცხადეს „ლიბერალს“  გუშინ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან. მათი თქმით, აღნიშნულ ესკიზამდე იყო სხვადასხვა შეთავაზება, რომელიც საბჭომ დაიწუნა და შემდეგი ეტაპი ინვესტორის მიერ პროექტის სრულად წარდგენა და ნებართვის გაცემა იქნება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^