Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

CRRC-ის კვლევა: რომელი ქვეყანაა ამჟამად საქართველოს მტერი - 30%-ის პასუხია „არ ვიცი"

01 თებერვალი, 2018 13:28

დღეს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის შედეგების პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციისას წარმოადგინეს ძირითადი ტენდენციები საქართველოს მოსახლეობის საგარეო პოლიტიკური შეხედულებების შესახებ.

გამოიკვეთა, რომ მოსახლეობა ნაკლებად ერთსულოვანია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ქვეყანაა ჩვენი მეგობარი.

უფრო კონკრეტულად კი კითხვაზე პასუხად თუ რომელი ქვეყანაა ამჟამად საქართველოს მთავარი მეგობარი, გამოკითხულთა 25%-ის პასუხია - ამერიკის შეერტებული შტატები, 17%- „არცერთი“, 25% - „არ ვიცი“.

კითხვაზე პასუხად კი თუ რომელი ქვეყანაა ამჟამად საქართველოს მთავარი მტერი, გამოკითხულთა 40% პასუხობს, რომ რუსეთი, 21%-ის პასუხია  „არცერთი“, 30%- „არ ვიცი“.

CRRC საქართველომ გამოკითხა 2379 რესპონდენტი. საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 23 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე. გამოპასუხება 58%, საშუალო ცდომილება 2%.

კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვას საქართველოში CRRC-საქართველო, ნიუ იორკის კარნეგის კორპორაციის გრანტის ფარგლებში ატარებს. გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მასშტაბით. კავკასიის ბარომეტრი რეგიონული პროექტია - გამოკითხვა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთნაირი მეთოდოლოგიით ტარდება და მონაცემების შედარების საშუალებას იძლევა. აღნიშნული გამოკითხვა საქართველოში 2008 წლიდან ყოველწლიურად და 2013 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^