Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის პოზიციაზე მეორე ვადით გიგა ზედანია აირჩიეს

01 თებერვალი, 2018 16:17

1 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები გაიმართა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის პოზიციაზე მეორე ვადით ერთხმად აირჩია გიგა ზედანია.

გიგა ზედანია 2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორია; 2006 წლიდან დღემდე იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ ასოცირებული პროფესორი, ხოლო შემდეგ – სრული პროფესორი; სხვადასხვა დროს მას ეკავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანისა და მოდერნულობის კვლევების ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობები. იგი ფლობს ბოხუმის რურის უნივერსიტეტის (გერმანია) ფილოსოფიის დოქტორის ხარისხს.

უნივერსიტეტის ცნობით, უახლოეს მომავალში უნივერსიტეტის რექტორი ფაკულტეტების დეკანებთან ერთად 2014-2017 წლების შემაჯამებელ ანგარიშსა და უნივერსიტეტის მომდევნო 4 წლის განვითარების სტრატეგიას წარუდგენს დაინტერესებულ საზოგადოებას. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^