Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის მერია Facebook-პოსტების დასპონსორებისთვის 60 000 დოლარის გადახდას გეგმავს

02 თებერვალი, 2018 15:23

თბილისის მერია Facebook-ზე მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით განთავსებული ინფორმაციისა და აქტივობების რეკლამირების (დასპონსორების) მომსახურების გამარტივებული შესყიდვისთვის სააგენტოსგან ნებართვას ითხოვს და მზადაა, ამ მომსახურებებისთვის 60 000 აშშ დოლარი გადაიხადოს.

როგორც თბილისის მერის ბრძანებაშია ნათქვამი, მერიის მიერ Facebook-ზე განთავსებული ინფორმაციის გავრცელებასა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საჭიროა მერიის აქტივობების რეკლამირების მომსახურებით სარგებლობა.

შესყიდვის მიზანია, Facebook-ზე განთავსებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, რაიონული გამგეობებისა და მერის ოფიციალური გვერდების პოპულარიზაცია (12 Facebook- გვერდი).

„აღნიშნულ სოციალურ ქსელს საქართველოში, მათ შორის თბილისში, ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. შესაბამისად, მიზანშეწონილია Facebook-ით გავრცელებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ამა თუ იმ თემატიკის ინფორმაციის მეტი მომხმარებლისთვის გაცნობა“, - წერს მერია შესყიდვების სააგენტოს.

შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობის მიღების შემდეგ მერია აღნიშნულ მომსახურებაზე გამარტივებულ წესით შეიძენს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ონლაინგამოცემა news.on.ge-მ გაავრცელა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^