თბილისში სამ ტრანსგენდერ ქალს სცემეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება სს კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ტრანსგენდერი ქალი გაბრიელა „ლიბერალთან" საუბარში ყვება, რომ ქუჩაში მიდიოდა, როცა უცნობი პირი თავს დაესხა.
„გადამიყვანეს კლინიკაში. იქ არ აღომიჩნეს შესაბანმისი მკურნალობა, მეგობრებს დავურეკე, მირანდას და ელენეს. სხვა კლინიკაში წასვლა გადავწყვიტეთ. ელენემ სავარძლით გარეთ გამიყვანა. ამ დროს მირანდა შიგნით ანკეტას ავსებდა, როცა ორი ბიჭი საავადმყოფოდან ფურთხებითა და გინებით გამოვიდა" - ყვება გაბრიელა.
მისი თქმით, მამაკაცები მათ მიმართ ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებდნენ.
„სასწრაფოდ მანქანას წრე დაარტყეს. ეტლში ვიჯექი და ორივემ თავში დამიშინა წიხლები. სასწრაფოს თანამშრომლები გადამეფარნენ - იმათაც დაარტყეს, ამათ როგორ იცავთო. მირანდა გამოვიდა საშველად. მირანდასაც სცემეს, ელენესაც და სასწრაფოს თანამშრომლებსაც" - ამბობს გაბრიელა.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად ტვინის შერყევა მიიღო, ასევე დაზიანებები აქვს შუბლისა და ქვედა კიდურის არეში.
გენდერული იდენტობის ნიშნით ცემისათვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
28 იანვარს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სცემეს.
2 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ გენდერული იდენტობის ნიშნით ცემისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.