Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვა ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით გადაიდო

05 თებერვალი, 2018 17:59

პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ერთი კვირით გადაიდო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ განხილვის დაწყებამდე აღნიშნა, რომ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს გარკვეულ საკითხებზე შესათანხმებლად კიდევ ერთი კვირა სჭირდებათ: „დამატებით ერთ კვირას ვითხოვთ".

ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი დღევანდელ შეხვედრაზე არ იმყოფებოდა. 

კანონპროექტზე მუშაობა პარლამენტში 2017 წლის ივნისში დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში 5 სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველის აპარატი, პროფესიული კავშირები, დასაქმებულთა ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები კანონპროექტის შინაარსზე მსჯელობდნენ. თუმცა 2017 წლის დეკმბერში, ბოლო სამუშაო შეხვედრაზე, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლების მოთხოვნით, კანონპროექტის განხილვა კიდევ გადაიდო.

დღევანდელ შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ „კანონპროექტის განხილვის გაჭიანურებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად იმ სამინისტროებზე გადადის, რომლებიც ვერ ჩამოყალიბდნენ პოზიციაზე. ასევე ერთმნიშვნელოვნად მინდა გითხრათ, რომ ბიზნესს რეგულაციები კი არ აშინებს, მას აფრთხობს ჩვენი ჩამოუყალიბებლობა. ამიტომ, დროულად გვჭირდება მკაფიო ნაბიჯები", - განაცხადა ცქიტიშვილმა. 

კანონპროექტის შინაარსის დეტალებზე შეგიძლიათ ნახოთ მასალა: რისი შეცვლის იმედი უნდა გვქონდეს დასაქმების ადგილებზე

პარალელურად, პარლამენტის წინ პროფესიული კავშირების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, სადაც აქციის მონაწილეები ეფექტიანი და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული კანონის მიღებას მოითხოვდნენ:

„კანონის მოქმედების სფერო მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე ვრცელდება და დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი კვლავ უსაფრთხო შრომის პირობებით უზრუნველყოფის გარეშე რჩება. მით უმეტეს, რომ პროექტი არ შეიცავს არანაირ დათქმას კონკრეტული ვადის შესახებ, როდესაც ის სრული მოცულობით უნდა გავრცელდეს ყველა დასაქმებულზე; ასევე, შრომის ინსპექტორებს, ბევრ შემთხვევაში, კვლავ არა აქვთ უპირობო დაშვება სამუშაო ადილებზე, იმ შემთხვეაშიც კი თუ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევაზე მათ უშუალოდ მიმართავენ დასაქმებულები".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^