საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, დეკლარაცია 2018 წლის 31 იანვარს განაახლა.
დეკლარაციის მიხედვით, გიორგი კვირიკაშვილის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი (217,31 კვ.მ) და მიწის ნაკვეთი თბილისში, ასევე ბინა (34 კვ.მ) თბილისში, სამგორის რაიონში. პრემიერი ფლობს, აგრეთვე, აგარაკს დუშეთის რაიონში (243,8 კვ.მ) და მიწის ნაკვეთს.
გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტის თანამდებობაზე გასულ წელს ანაზღაურება 51 000 ლარი აიღო.
დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს პრემიერს მამამ 50 000 დოლარი აჩუქა.