როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის, „ქართული ოცნების" დეპუტატის, ნინო წილოსანის ქონებრივი დეკლარაციიდან ვიგებთ, შარშან მას მშობელმა 100 000 ლარი აჩუქა.
ნინო წილოსანი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატად 2016 წელს აირჩიეს.
დეპუტატ წილოსანის მამას და მეუღლეს პროკურატურა 65 მლნ ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება
ბოლო დროს დეპუტატი წილოსანი აქტუალური გახდა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაკეთებული განცხადებით, სადაც პარლამენტარი გაკვირვებას გამოთქვამდა „ბახალას" საქმესთან დაკავშირებით, „თუ რატომ აჩოჩქოლდა საზოგადოება 8-წლიანი ვადის გამო, რომელიც სასამართლომ გიორგანაშვილს მიუსაჯა".
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების" დეპუტატის, ნინო წილოსანის მამის კომპანიას პროკურატურა 65 მლნ ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.