Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქართული მარში" გეგმავს, „უკანონო ემიგრანტების" გასაკონტროლებლად „სახალხო პატრული" შექმნას

06 თებერვალი, 2018 21:23

„ქართული მარში“ გეგმავს, „სახახლო პატრული“ ჩამოაყალიბოს, რომელიც თბილისის ქუჩებში „უცხოელი არალეგალების, კრიმინალებისა და ტერორისტების“ მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას გააკონტროლებენ.

„სახალხო პატრულის“ შექმნის ინიციატივის შესახებ Facebook-ზე ერთ-ერთმა რადიკალურმა ჯგუფმა გაავრცელა. „სახალხო პატრული" დაკომპლექტდება ეროვნული სულისკვეთების მქონე ახალგაზრდებით" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თან ძალადობის შემცველი ვიდეო ახლავს.

„ქართული მარშის“ წარმომადგენელი სანდრო ბრეგაძე „ლიბერალთან“ საუბარში ამბობს, რომ ასეთი მოდელი ევროპის ქვეყნებში უკვე არსებობს . მისი თქმით, „ქართული მარში" გეგმავს, საქართველოში უკანონო ემიგრანტების ყოფნა გააკონტროლოს.

მისივე თქმით, „სახალხო პატრულის“ წევრობის სურვილი 300-მდე ახალგაზრდამ გამოთქვა. ბრეგაძე განმარტავს, რომ ახალგაზრდები 15-15 კაციან ჯგუფებად დაიყოფიან და ფორმებით იმოძრავებენ. მისი თქმით, ჯგუფები თბილისის ქუჩებში, საწყის ეტაპზე მარჯანიშვილისა და რესპულიკის მოედანზე, დაახლოებით ერთ თვეში გამოჩნდებიან.

შეკითხვაზე, თუ რა იგულისხმება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში, ბრეგაძე პასუხობს, რომ ეს არის ყველა ის ქმედება, რომელიც კანონს არღვევს.

„[ეს არის] ტრეფიკინგი, საეჭვო ტიპის დაწესებულებები, სადაც იყიდება ნარკოტიკები, არასრულწლოვნების პროტიტუციის ჩართვა - ეს ხდება ქუჩაში“ - ამბობს ბრეგაძე.

მისი თქმით, „სახალხო პატრული“ კამერებით იქნება შეიარაღებული და ასეთი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაციას სამართალდამცავ უწყებებს მიაწვდის. 

იგი ასევე ამბობს, რომ „პატრულის“ შექმნის მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფომ ქვეყანაში „უცხოელი ტერორისტებისა და კრიმინალების შემოდინების შეჩერება ვერ უზრუნველყო“.

ფოტო ► ორი აქცია

„ქართულმა მარშმა" თბილისში ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის არაერთი აქცია გამართა. მათ მარჯანიშვილზე „ევროპული საქართველოს" მსვლელობას ქვები დაუშინეს, ფეხბურთის ფედერაციასთან კი ლგბტ დროშა დაწვეს. ჯგუფმა „რუსთავი 22თან" გამართულ აქციაზე ტელევიზიის შენობას ცოცხალი ქათმები დაუშინა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^