Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბიძინა ივანიშვილის ქონება 29 იანვრის შემდეგ 122 მილიონი დოლარით შემცირდა

08 თებერვალი, 2018 11:48

ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონებამ 30 იანვრიდან კლება დაიწყო და 7 თებერვლისთვის 122 მილიონით დაიკლო. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქონება 5.92 მილიარდი დოლარიდან 5.8 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ამჟამად მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის ივანიშვილი 310-ე ადგილზეა.

ბოლო დღეებში შემცირდა ზოგადად მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ქონება. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ამერიკაში საბირჟო ინდექსების დაცემა გახდა. საბირჟო ინდექსების მკვეთრ ვარდნას კი აშშ-ში საგადასახადო რეფორმაზე ოპტიმისტური მოლოდინის შემცირებას უკავშირებენ. მსოფლიოს 500-მა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ორშაბათს ჯამში $114 მილიარდი დოლარი დაკარგა.

ბიძინა ივანიშვილმა Bloomberg-ის მიხედვით, ქონება  პოსტსაბჭოთა პერიოდში რკინის საბადოებსა და ქარხნებში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის დაბანდებით დააგროვა. 2003-2006 წლებში ქონების ნაწილი გაყიდა და 2012 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა, ერთი წლის შემდეგ კი თანამდებობა დატოვა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის ქონებამ მაქსიმუმს - 6.40 მილიარდ დოლარს 2013 წლის სექტემბერში მიაღწია, ყველაზე ქვედა ნიშნულზე - 5.29 მილიარდზე კი 2016 წლის ივლისში ჩამოვიდა.

Bloomberg მსოფლიოში ყველაზე მდიდარი 500 ადამიანის შემოსავლებზე ინფორმაციას მუდმივად აახლებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^