Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: ხის 50 ჯიშს დავამტკიცებთ, რომლითაც ქალაქი გამწვანდება

08 თებერვალი, 2018 12:36

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე რამდენიმე ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ძველი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება ახალი ავტობუსებით. 

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მერია ახორციელებს ინსტიტუციურ რეფორმას, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებებით უნდა გამყარდეს. 

„ინიცირება გავუკეთეთ რამდენიმე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომლითაც იცვლება მიდგომა ქალქგეგმარებითი პროცესის მიმართ. ამ ცვლილებების მიხედვით სავალდებულო ხდება თბილისის მერიის ტრანსპორტის, გამწვანებისა და ეკოლოგიის საქალაქო სამსახურების მონაწილეობა მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში. 

ახალი რეგულაციების თანახმად, დაინტერესებულმა პირმა, ვისაც მშენებლობის ნებართვის მიღება სურს, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დენდროლოგიური პროექტის მომზადება და შეათანხმოს მერიასთან. ასევე, მშენებელი ვალდებული იქნება, სამშენებლო სამუშაოების დროს საინფორმაციო დაფასთან ერთად დენდროლოგიური პროექტის დაფაც გამოქვეყნდეს, რათა ინფორმაცია ყველასთვის იყოს ცნობილი კონკრეტული პროექტისა და ადგილზე გამწვანების შესახებ. ეს ეხება არა მხოლოდ კერძო სექტორს, არამედ მერიას და ჩვენც მოგვიწევს ამ ყველაფრის გათვალისწინება“,  - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ასევე დამტკიცებულია 50 ჯიშის ხე, რომლითაც თბილისი უნდა გამწვანდეს. მისივე თქმით, ხეები შერჩეულია თბილისის არქიტექტურისა და კლიმატის გათვალისწინებით. 

„დღეს პირველად ვამტკიცებთ აქტს, რომლითაც განისაზღვრება 50-ზე მეტი ჯიშის ხე, თბილისის სამომავლო გამწვანებისთვის. ეს ხეები შერჩეულია თბილისის არქიტექტურისა და კლიმატის გათვალისწინებით და მისი შერჩევის პროცესში ჩართული იყო სპეციალისტების ფართო სპექტრი, მათ შორის არასამთავრობო სექტორი.

ეს არის მწვანე და ეკოლოგიურად მდგრადი ურბანული განვითარებისკენ პირველი ნაბიჯები და ჩვენ მალე უკვე საკანონმდებლო დონეზე წარვადგენთ ცვლილებათა პაკეტს, რაზეც მუშაობა დაწყებულია საქართველოს პარლამენტთან", - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 მაისი
27 მაისი

„სახლიდან მარიხუანის გარდა არაფერი ამოუღ ...

„პირველ რიგში, მადლობა ყველას, ვინც ამ თითქმის 48 საათის განმავლობაში ჩემზე იფიქრა და იდარდა. კარგად გამოვიძინე და ...
27 მაისი
27 მაისი

LIVE ►„დღეს ცეკვა პოლიტიკური აქტია" - კლ ...

კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე  რეივ-აქცია მიმდინარეობს. „დღეს ცეკვა პოლიტიკური აქტია, ჩვენ ერთად ვც ...
27 მაისი
27 მაისი

„აღსრულდეს სამართლიანობა" - მოკლული დავი ...

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა საზოგადოებას დღეს დაგეგმილ აქციაზე თანადგომისკენ Facebook-ით მოუწო ...
^