Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარნეულში არასრულწლოვანი გოგოს ნიშნობის შესახებ დირექტორმა სოცსააგენტოს აცნობა

08 თებერვალი, 2018 14:16

მარნეულის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში 16 წლის გოგო დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რადიო „მარნეულმა“ გაავრცელა.

მას შემდეგ, რაც მოსწავლის დანიშვნის შესახებ დირექტორმა შეიტყო, მან  სოციალური მომსახურების სააგენტოს და სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიმართა.

როგორც სკოლის დირექტორი ქეთევან მერაბიშვილი „ლიბერალთან“  ჰყვება, გოგოს თანაკლასელებმა ორშაბათს სკოლაში დაიგვიანეს, აღმოჩნდა, რომ ისინი სტუმრად იყვნენ დაპატიჟებულები მასთან, ვისი ნიშნობაც იყო. დირექტორმა გადაამოწმა და გაიგო, რომ გოგო კვირას დაინიშნა.

„მაშინვე ვაცნობე სოციალურ სამსახურს. უკან დახევის დრო არ მქონდა, არ ვიცოდი ნებაყოფლობითი იყო ეს თუ ძალადობით, მაშინვე დავიწყე რეაგირება. მშობელსაც დავურეკე მაგრამ, როცა გაიგო რაზე ვურეკავდი, ტელეფონი გამითიშა. დამრიგებელთან თვითონ მოსწავლე ამბობს, რომ მისი ნებით მოხდა ნიშნობა,“ - ჰყვება სკოლის დირექტორი.

დანიშნული გოგო სკოლაში სიარულს აგრძელებს. დირექტორის თქმით, სოციალურმა მუშაკმა ბავშვის მონაცემები ჩაინიშნა და იმედი აქვს, ამ შემთხვევას შესაბამისი რეაგირება მათი მხრიდანაც მოჰყვება.

„4 წელია, სკოლის დირექტორი ვარ. ასეთი შემთხვევა სხვა არ მქონია. ჩვენ გვაქვს რეფერირების დებულება და ამ პროცესს მივყვებით. ადრეული ქორწინებისა თუ ბავშის უფლებების დარღვევის შესახებ შესაბამის ორგანოებს მივმართავთ,“ - ამბობს დირექტორი.

ამ შემთხვევას კარგ პრეცედენტად აფასებენ სახალხო დამცველის ოფისში. ომბუდსმენის მოადგილე ეკა სხილაძე ამბობს, რომ ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების პრევენციის პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება სკოლის დირექციას, ამ შემთხვევების შესახებ ყველაზე ხშირად მათ აქვთ ინფორმაცია, რადგან ადრეულ ქორწინებას, როგორც წესი სწავლის შეწყვეტაც ახლავს თან.

„სამწუხაროდ ხდება ისეც, რომ სკოლის ადმინისტრაცია ხშირად არ ატყობინებს მსგავსი საკითხების შესახებ შესაბამის უწყებებს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ეს მაგალითი იმისათვის, რომ სკოლა ვალდებულად მიიჩნევს სოციალური მომსახურების სააგენტოს, შეატყობინოს ბავშვის უფლებების სავარაუდო დარღვევის შესახებ. ეს  ვალდებულება კანონის მიხედვითაც აქვთ, თუმცა ძალიან მნიშივნელოვანია პრაქტიკაში მისი შესრულების მაჩვენებელი გაიზარდოს,“ - ამბობს ეკა სხილაძე.

ომბუდსმენის მოადგილე ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ ტენდენციაზეც გვესაუბრება. ეკა სხილაძე აღნიშნავს, რომ შემცირებულია ბავშვის დაბადების მომენტში არასრულწლოვანი მშობლის მაჩვენებელი, თუმცა, მისი თქმით, გახშირებულია ე.წ. ნიშნობების პრაქტიკა.

„სამწუხარო ტენდენციაა. ამას სჭირდება საზოგადოების ცნობიერების  ამაღლება და განსაკუთრებით იმ უწყებების, რომელთაც ევალებთა ბავშვზე ზრუნვა. ერთ-ერთი არის სწორედ სკოლა, სადაც უნდა მიეწოდებოდეს ბავშვებს ინფორმაცია და მათ უნდა იცოდნენ იმ რისკის შესახებ, რაც თან ახლავს ადრეულ ქორწინებას,“ - ამბობს ეკა სხილაძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კიდევ ერთ ფარულ ...

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კიდევ ერთ ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხა ...
19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

საჭმლის არმომზადების გამო, გორში კაცმა ც ...

დღეს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ 52 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. კაცს პროკურატურ ...
19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

„მოვუწოდებთ „გირჩის“ წარმომადგენლებს შეწ ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ კანაფის ფესტივალის შე ...
^