Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ბადაგონის“ სათავო ოფისში საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს

08 თებერვალი, 2018 14:56

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს შპს „ბადაგონის“ სათავო ოფისში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ  საგამოძიებო ღონისძიებები ხელს არ უშლის „ბადაგონის“ წარმოების პროცესს.

კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გუშინ შევიდა. ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წლის 18 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ბადაგონის“ მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე.

„ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კონკრეტული გარემოებების შესწავლის და დადგენისთვის საჭირო დოკუმენტების და ელექტრონული ინფორმაციის ამოღება, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს წარმოების შეჩერებასთან. აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილია კომპანიას მიაწოდოს ყველა ამოღებული დოკუმენტის ასლი“-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 თებერვალი
19 თებერვალი

სოციალური მუშაკები: დაიწყო მედიაციის პრო ...

სოციალური მუშაკების განცხადებით, მათსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

ციხელაშვილი: ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩ ...

 „პატარა ბავშვები არიან ახალგორში, რომელთაც თვეზე მეტია მშობლებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ აქვთ. რომ აღა ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

ილიაუნის სტუდენტებმა საპროტესტო შიმშილობ ...

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო შიმშილობა შეწყვიტეს. „ლიბერალის“ კორესპონდენტის ცნობით ...
^