Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რაზე ისაუბრეს NGO-ების წარმომადგენლებმა „რადიო თავისუფლების" ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე

08 თებერვალი, 2018 21:44

თბილისში „რადიო თავისუფლების " ვიცე-პრეზიდენტმა, ნენად პეჯიკმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გამართა.

თბილისში „რადიო თავისუფლების" ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის

„ჟურნალისტიკის რესურსცენტრის" ხელმძღვანელმა, ნათია კუპრაშვილმა შეხვედრის დეტალებზე „ლიბერალთან“ ისაუბრა. 

კუპრაშვილის თქმით, შეხვედრა იყო დამაიმედებელი.  მათი კითხვები პეჯიკის მიმართ ძირითადად  შეეხებოდა „რადიო თავისუფლების“ სარედაქციო პოლიტიკას. პეჯიკმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და სხვა ადამიანების გათავისუფლება თანამდებობებიდან არ იგეგმება. 

„ჩვენი კითხვები, ძირითადად, შეეხებოდა სარედაქციო პოლიტიკას. ბოლო დროს მომხდარი ფაქტები ჩვენთვის აჩენდა კითხვებს და კარგი იყო, რომ მივიღეთ პასუხები, გარანტია,  რომ არ იგეგმება სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. 

ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათ უნდათ მეტი წვდომა და შედეგი, რაც  ძალიან ლოგიკურია მენეჯერთა მხრიდან. მას არ უსაუბრია სხვა თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ, პირიქით, თქვა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ადამიანების საქმიანობის გაუმჯობესება, მათი წვრთნა, განვითარება და შემდეგ ამისგან მიღებული შედეგი“, - თქვა კუპრაშვილმა. 

კუპრაშვილის თქმით, მათ შეკითხვები დასვეს ასევე „რადიო თავისუფლების“ სატელევიზიო პროგრამებთან დაკავშირებით, რაზეც ნენად პეჯიკმა განაცხადა, რომ მენეჯმენტი მხარს უჭერს ამ პროგრამებს და რომ სალომე ასათიანის  პროგრამა შეჩერებულია ტექნიკური პრობლემების გამო. მენეჯმენტს მიაჩნია, რომ ის უნდა გაგრძელდეს, „რუსთავი 2-თან“ თანამშრომლობა კი არ დგას დღის წესრიგში. 

საზოგადოებრივი ორგანიზაციები „რადიო თავისუფლების" სათავო ოფისს ღია წერილით მიმართავენ

„შეკითხვები გქვონდა სატელევიზიო პროგრამების ბედთან დაკავშირებით. ორი ძირითადი პროგრამა, რომელიც შეწყდა საზოგადოებრივ მაუწყებელში და გადავიდა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში. თუმცა  ჩვენ ჯერ ეთერში ვერ ვხედავთ სალომე ასათიანის პროგრამას. ამაზე მისი პასუხი იყო, რომ  ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ხერხდება ეთერში ასათიანის გადაცემის გასვლა და პროგრამასთან დაკავშირებით  მენეჯმენტს არ ჰქონია კითხვები,  ისინი მიიჩნევენ, რომ ეს პროგრამა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს  და ამას არ გააჩერებენ. ასევე აღნიშნა, რომ განიხილებოდა  „რუსთავი 2-თან“ თანამშრომლობა, რაც დღეს არ დგას დღის წესრიგში და ეჭვქვეშ არ არის აჭარის საზოგადოებროვ მაუწყებელთან თანამშრომლობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, პროცესები რაც აქამდე განვითარდა, ნამდვილად არ იყო სასურველი. “- თქვა კუპრაშვილმა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შეკითხვები დაისვა ასევე იმის შესახებ, თუ როგორ შეირჩეოდნენ ახალი ხელმძღვანელები თბილისისა და პრაღის ბიუროებში, რაზეც ნენად პეჯიკმა მათ უპასუხა, რომ კონკურსი ღიაა, მას აქვს განსაზღვრული კრიტერიუმები და მათი გათვალისწინებით მიიღებენ გადაწყვეტილებას.  

„გამოცხადებულია  ღია კონკურსი. მათ აქვთ უკვე რამდენიმე განაცხადი მიღებული და  ალბათ კიდევ რამდენიმე განაცხადს მიიღებენ. დიდი იმედი მაქვს, რომ კარგი კანდიდატურები იქნება წარმოდგენილი. არის განსაზღვრული კრიტერიუმები,  სჭირდებათ გამოცდილება, ცოდნა, უნარები, რასაც  შეაფასებენ და ჩემთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია პოლიტიკური აფილაცია, პეჯიკის თქმით, ამასაც მიექცევა ყურადღება“, - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა „ლიბერალთან“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^