Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კლუბ BASSIANI/HOROOM-ის დამფუძნებლები „ქართულ მარშს“ სასამართლოში უჩივიან

09 თებერვალი, 2018 15:18

კლუბ BASSIANI/HOROOM-ის დამფუძნებლების განცხადებით, ბოლო პერიოდში კლუბის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. რადგან მოძრაობა „ქართული მარში“, მედიასაშუალებები „ასავალ-დასავალი“, „ობიექტივი“ და სხვა ორგანიზაციები მათ მიმართ ცილისმწამებლურ ინფორმაციას ბოლო პერიოდში გამუდმებით ავრცელებენ. „ეს რეგრესიული და მართული ძალები ჩვენ მიმართ დაუსაბუთებელი და აგრესიული განცხადებებით გამოირჩევიან. ჩვენ ამის წინააღმდეგ ვიწყებთ სამართლებრივ ბრძოლას.“ - თქვა პრესკონფერენციაზე კლუბის თანადამფუძნებელმა ტატო გეთიამ.

კლუბის დამფუძნებლების განცხადებით, საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ მათ წინააღმდეგ მოქმედი ჯგუფები BASSIANI-ის წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობას და ცილისმწამებლური ვიდეოების გადაღებას აპირებენ. ამიტომ კლუბის დამფუძნებლები ცილისწამებისთვის სასამართლოში სარჩელის შეტანას რამდენიმე დღეში აპირებენ. „დიდი ხანია, ეს პროცესი არ ჩერდება და უფრო და უფრო მასშტაბურ სახეს იღებს. შესაბამისად, ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩა, რომ მათ მოვთხოვოთ პასუხი“, - განმარტავს ტატო გეთია.

BASSIANI / HOROOM-ის დამფუძნებლები შიშობენ, რომ „ქართული მარშის“ ლიდერები აგრესიული განცხადებებით აღარ შემოიფარგლონ და კლუბის თანამშრომლებს ან სტუმრებს საფრთხე შეუქმნან. მათი თქმით, კლუბი პროდასავლური ღირებულებების მატარებელია და ეს მათთან დაპირისპირებულ ჯგუფებს აღიზიანებთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^