Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ორი სხვადასხვა მიმართულებით განვითარების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს

12 თებერვალი, 2018 13:06

საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეო“ (BGEO Group PLC), საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთმა უმსხვილესმა წყარომ,  განაცხადა, რომ ფუნქციონირებას ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით განაგრძობს. ერთი კომპანია საბანკო („საქართველოს ბანკის ჯგუფი“ - Bank of Georgia Group), ხოლო მეორე - საინვესტიციო ბიზნესის(„საქართველოს კაპიტალი“ - Georgia Capital) მიმართულებით იმუშავებენ. აღნიშნული პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. პროცესის დასრულების შემდგომ, დამოუკიდებლად, ორივე კომპანიის აქციები განთავსებული იქნება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. შესაბამისად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე„ბიჯეო ჯგუფიდან“ უკვე სამი კომპანია იქნება წარმოდგენილი.

„ბიჯეოს“ დირექტორთა საბჭოს მიაჩნია, რომ ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით ჩამოყალიბება, ბიზნესებს, რომლებიც ლიდერები არიან თავიანთ სფეროში, დამატებით შესაძლებლობას  მისცემს მეტი მოქნილობით მართონ საკუთარი რესურსებიდა მისდიონ საკუთარ სტრატეგიას. „ბიჯეოს“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს კაპიტალის“ წილი „საქართველოს ბანკის ჯგუფში“,პროცესის დასრულების შემდეგ,19.9%იქნება, ნაცვლად, 2017 წლის ივლისში გამოცხადებული, 9.9%-ისა. ამასთანავე, ბანკის დამოუკიდებლობისუზრუნველსაყოფად „საქართველოს კაპიტალს“შეეზღუდებახმის მიცემის უფლება და „საქართველოს ბანკისჯგუფის“ დანარჩენი აქციონერები განსაზღვრავენ თუ როგორ მისცეს „საქართველოს კაპიტალმა“ ხმა აქციონერთა კრებაზე. „საქართველოს კაპიტალი“ ხმის უფლებას დაიბრუნებს „საქართველოს ბანკში“ მისი წილის 9.9%-მდე შემცირების შემდეგ. ორივე კომპანიას - „საქართველოს კაპიტალს“ და „საქართველოს ბანკის ჯგუფს“ეყოლებათ დამოუკიდებელი სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოები.

აღსანიშანვია, რომ „ბიჯეოს“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოს კაპიტალის“ წილი „საქართველოს ბანკის ჯგუფში“, პროცესის დასრულების შემდეგ, იყოს 19.9%, ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებს როგორიც არის - კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს საინვესტიციო კომპანიის მოსალოდნელი საბაზრო კაპიტალიზაცია, მხარი დაუჭიროს ფუტსი (FTSE) 250 უმსხვილეს კომპანიებს შორის განთავსების შესაძლებლობას და საფონდო ბირჟაზე ლიკვიდობის მაღალ მაჩვენებელს.

საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალი“ განაგრძობს ინვესტიციების ქართულ ბიზნესში განხორციელებას, დაფინანსების მოზიდვას ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებიდან და დაეყრდნობა კომპანიების ზრდის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილებას. საქართველოს ბანკი კი კვლავინდებურად შესთავაზებს მომხმარებელს საცალო და კორპორაციული საბანკო საქმიანობის მომსახურებას, ლიზინგს, დაგროვილი ქონების მართვას, საბროკერო მომსახურებასა და საბანკო მომსახურებას ბელარუსში.

*„საქართველოს კაპიტალი“-ი მოიცავს: 57% წილს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“ (GHG), 100%-ს კომპანია „ჯორჯია გლობალ იუთილითის“ (GGU), 100%-ს კომპანია „m2უძრავი ქონება“, 76% წილს „თელიანი ველი“-ში,100%-ს სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“და 19.9% წილს საქართველოს ბანკის ჯგუფში(აღნიშნული წილი საქართველოს ბანკში იქნება საინვესტიციო და საბანკო ბიზნესის გაყოფის დასრულების შემდეგ).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^