Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბარი „ბაუჰაუსი“: მშენებლობა „დედაენის ბაღში“ არ ყოფილა ჩვენი ინიციატივა

12 თებერვალი, 2018 19:04

„დედაენის ბაღში“ გიორგი ალავიძის საკუთრებაში არსებულ შენობაზე, რომელიც ბარ „ბაუჰაუსს“ აქვს ნაქირავები, მეორე სართულის მშენებლობა მიმდინარეობს. „დედა ენის“ ბაღს საბაღე-საპარკო ხელოვნების ძეგლის სტატუსი აქვს. 

თბილისის არქიტექტურის სამსახურმა კაფეს რეკონსტრუქცია-დაშენების პროექტი მოიწონა და ბოლო ნებართვა 2018 წლის 17 იანვარს გასცა. პროექტი ასევე მოიწონა  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომაც.

კაფეს მშენებლობაზე ბარმა „ბაუჰაუსმა“ დღეს განცხადება გაავრცელა და მიზეზად ბოლო დროს „დედაენის ბაღში“ მიმდინარე მშენებლობაზე გამართული დისკუსია დაასახელა. 

„ბაუჰაუსი" აცხადებს, რომ საჯარო სიკეთეების მოსპობის ტენდენცია მათთვის მტკივნეულია და კარგად ესმით საჯარო სივრცეზე უფლების მნიშვნელობა. „შესაბამისად, ჩვენი გუნდის მიზანია, „ბაუჰაუსი“ და მისი შემოგარენი არ გახდეს კლასიკური, კერძო სექტორის მიერ ოკუპირებული სივრცე." - ნათქვამია განცხადებაში. 

„მშენებლობა „დედაენის ბაღში“ არ ყოფილა „ბაუჰაუსის“ ინიციატივა ან სურვილი. შენობა ეკუთვნის კერძო პირს, რომელსაც მეორე სართულის დაშენების პროექტი დამტკიცებული ჰქონდა იქამდეც, სანამ ჩვენ მისგან ამ ფართს ვიქირავებდით. ეს მშენებლობა გარდაუვალი იყო, მიუხედავად იმისა „ბაუჰაუსი“ დარჩებოდა ამ სივრცეში, თუ არა. ჩვენ ბევრი ვეცადეთ, რომ მინიმალური საშუალებებით აგებულიყო ქვედა ტერასაზე წვიმისა და ქარისგან დამცავი კონსტრუქცია, თუმცა მეპატრონემ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო“, - აცხადებს „ბაუჰაუსის“ ჯგუფი. 

 

დაშენების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, არსებულ პირველ სართულზე, რომლის ფართობიც პერიმეტრზე კ2=72 კვ.მ-ია, ხოლო შიდა ფართობი - 54,6 კვ.მ., განთავსებულია: ბარი, მე-2 სართულზე ასასვლელი კიბე, დამხმარე სათავსო, სამზარეულო და სანკვანძები. ფასადებზე ემატება რამდენიმე ფანჯრის ღიობი და სანკვანძის კარი გადმოდის გვერდითი ფასადიდან წინა ფასადზე.

მეორე სართულზე იქნება კაფეს დარბაზი, რომლის ფართობიც პერიმეტრზე კ2=94.7 კვ.მ., ხოლო შიდა ფართობი 87 კვ.მ-ია, დაშენდება ლითონის კონსტრუქციით, ლითონისა და ხის კონსტრუქციის გადახურვით, არსებული შენობის კონსტრუქციის უცვლელად. მეორე სართული არსებული შენობის კონტურიდან პარკის მხარეს გადმოსულია 1.4 მეტრით. პერიმეტრზე ძირითადად შეიმოსება შუშის ვიტრაჟებით, გარდა მეორე სართულზე მდებარე სანკვანძისა, რომელიც ამოშენებული იქნება ბლოკით, მოპირკეთებული დეკორატიული ლესვით და ხის ელემენტებით.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 აპრილი
23 აპრილი

202-ე პანსიონიდან ბავშვის გადმოვარდნის ფ ...

ფონიჭალაში -  202-ე უსინათლო ბავშვთა პანსიონის მეორე სართულიდან ბავშვი გადავარდა. მოზარდი მრავლობითი მოტეხილობებით, ...
23 აპრილი
23 აპრილი

ერევანში სტუდენტებმა სწავლა შეწყვიტეს და ...

სომხური მედიის ცნობით, დღეს დილიდან რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ და აწყობენ მსველობას ცენტრალური მოედნის ...
22 აპრილი
22 აპრილი

სოლიდარობა სომეხ ხალხს - სომხეთის საელჩო ...

დღეს 22:00 საათზე სომხეთის საელჩოსთან სომეხი ხალხის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.  თბილისში შეკრებილები, ერევანში ...
^