Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვის ვადამ 3 კვირით გადაიწია

12 თებერვალი, 2018 17:23

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვის ვადამ 3 კვირით გადაიწია.

აღნიშნული წინადადება ბიუროს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა დააყენა.

„ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენის განხილვის ვადა ხვალ იწურება. ამ საკითხთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ძალიან აქტიურად ეწევა კონსულტაციებს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. სამწუხაროდ, მოცემული ვადა  არ აღმოჩნდა საკმარისი ამ საკითხის ბოლომდე დასამუშავებლად. შეთანხმებულია ყველა კომიტეტთან, დაინტერსებულ პირებთან, ინიციატორებთან, რომ  განხილვის ვადა 3 კვირით გადაიდოს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, იურიდიული კომიტეტი ელოდება უწყებათაშორისი კომიიის შედეგად მიღებულ შეჯერებულ პოზიციას.

„მზად ვართ, რომ ეს დამატებითი დრო იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ საბოლოო პოზიცია შეჯერდეს პრინციპებთან დაკავშირებით და როგორც კი შეჯერდება, კომიტეტი მზად არის დაიწყოს განხილვა“, - განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტში ივნისში „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობით მომზადებული კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელიც ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარების და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზებას ითვალისწინებს. პროექტში ასევე ადეკვატურადაა გაწერილი ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები. კანონპროექტს თან ახლავს სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამების განვითარების კონცეფციაც.

დეკემბერში, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა კანონპროექტს პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^