Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საინიციატივო ჯგუფი „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებით პრემიერთან შეხვედრას მოითხოვს

12 თებერვალი, 2018 18:35

საინიციატივო გჯუფი „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვედრის თხოვნით მიმართავს.

„ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები და ფიზიკური პირები ვთვლით, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ირგვლივ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნა საჭიროებს შესაბამის პოლიტიკურ ნებასა და გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, გთხოვთ, როგორც პოლიტიკურ ლიდერსა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, გამართოთ შეხვედრა განცხადების ხელმომწერებთან, რათა გაგაცნოთ მოთხოვნები და შევაჯეროთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული შეხედულებები“, - ნათქვამია განცხადებაში. 

საინიციატივო ჯგუფის „საზოგადოებრივი საზოგადოებას” მიერ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" კრიზისიდან გამოყვანის 6 პუნქტიანი გეგმის თანახმად, წერილობით მიმართავს:

საქართველოს პრემიერ-მინისტრს-საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის ორგანიზების თხოვნით; 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და მის პირველ მოადგილეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს წევრების პარლამენტში, საჯარო განხილვაზე დაბარების თხოვნით;

გენერალურ აუდიტორს არაგეგმიური აუდიტის ჩატარებისა და მაუწყებლის გასული წლის საქმიანობის შესწავლის თხოვნით.

სამოქალაქო საზოგადოება ვასილ მაღლაფერიძის გადადგომის მოთხოვნით კამპანიას იწყებს

სამოქალაქო საზოგადოებამ ვასილ მაღლაფერიძის გადადგომის მოთხოვნით კამპანია 9 თებერვალს დაიწყო.

„ვაცნობიერებთ რა, საზოგადოებრივი მაუწყებლის როლისა და ფუნქციის მნიშვნელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხელმომწერი პირები  ვაანონსებთ მოძრაობას საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებისათვის და გთავაზობთ 6 პუნქტიან გეგმას, რომლის ფარგლებშიც მოვითხოვთ:

1.  საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას - საზოგადობრივი მაუწყებლის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის გამოსწორება საჭიროებს შესაბამის პოლიტიკურ ნებასა და გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, რომ გავაცნოთ ჩვენი მოთხოვნები, შეხედულებები და ვიმსჯელოთ გამოსავლის გზებზე;

2. საქართველოს პარლამენტში სამეურვეო საბჭოს წევრებისა და გენერალური დირექტორის დაბარებას -  კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს,  გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით დაინტერესდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებით და მოაწყოს საჯარო განხილვა, თუ რამდენად ასრულებს მაუწყებელი კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;

3. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას - ვასილ მაღლაფერიძის დირექტორობის პერიოდთან და უშუალოდ მის სახელთან არის დაკავშირებული არაერთი არათანმიმდევრული და სადაო გადაწყვეტილებები. მათ შორის, მაუწყებლის რეფორმის ბუნდოვანი გეგმა, გაუმჭვირვალე საკადრო პოლიტიკა, რაც გამოიხატება ყოფილი პრემიერ-მინისტრის კუთვნილი ტელევიზიიდან ჟურნალისტების უკონკურსოდ დანიშვნაში, საეჭვო ტენდერები, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა, ხელისუფლების მიმართ ლოიალური სარედაქციო პოლიტიკა, ევროპის ბიუროს დახურვა და ა.შ. ვასილ მაღლაფერიძის სახელს უკავშირდება ასევე მწერალ ზვიად რატიანის გახმაურებული საქმე, სადაც მაუწყებელმა უხეშად დაარღვია საყოველთაოდ აღიარებული ეთიკური სტანდარტები და გაავრცელა კონტექსტიდან ამოვარდნილი დამონტაჟებული ვიდეო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებს ემსახურებოდა.

4. საზოგადოებრივი მაუწყებლის არაგეგმიური აუდიტის ჩატარებას, რომელიც შეისწავლის ახალი მენეჯმენტის საქმიანობას  2017 წლის პერიოდში - აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულმა შესაბამისობის ანგარიშმა, რომელიც 2015-2016 წლების პერიოდს  მოიცავს, გამოავლინა მნიშვნელოვანი ფინანსური და მმართველობითი დარღვევები, რომელიც ემთხვევა სამოქალაქო სექტორის შეფასებებს. ვინაიდან ახალი მენეჯმენტის მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილებები დასაბუთებული კრიტიკის ობიექტი გახდა, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია არაგეგმიური აუდიტი ჩატარდეს საზოგადობრივ მაუწყებელში და შესწავლილ იქნას გასული წლის საქმიანობა.

5. საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებას, მათ შორის სამეურვეო საბჭოს ინსტიტუციური ფორმირების წესის შესაძლო გადახედვას და საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების ცვლილებას - სამეურვეო საბჭოს და მისი საქმიანობის არსებული წესი ცალსახად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი. შესაბამისად, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეგავლენისაგან დაცვისა და ეფექტური ანგარიშვალდებული საბჭოს ფორმირების მიზნით აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით პარლამენტში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სამეურვეო საბჭოს წევრების კვოტირებისა და არჩევის უკეთესი მოდელის შესაქმნელად.

6.  არ დაძლიოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო, რომელიც “მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს შეეხება  - საზოგადოებივი მაუწყებლის მიერ ინიცირებული ცვლილებები ამცირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საჯაროობას, გამჭვირვალობას, ზრდის კორუფციის რისკებს და მნიშვნელოვნად ვნებს სარეკლამო ბაზარს. შესაბამისად, პარლამენტმა არ უნდა დაძლიოს ვეტო და სამოქალაქო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად დაიწყოს მუშაობა იმ ცვლილებებზე, რომელიც რეალურად საჭიროა მაუწყებლის რეფორმირებისათვის."

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^