Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით ბეჟუაშვილი „ბადაგონის“ მფლობელს სასამართლოში უჩივის

12 თებერვალი, 2018 19:35

კომპანია „ბადაგონის“ მფლობელს ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი პატივისა და ღირსების შელახვის ბრალდებით სასამართლოში უჩივის. ბეჟუაშვილის ადვოკატმა სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა.

„ბადაგონის“ მფლობელი გიორგი სალაყაია დავით ბეჟუაშვილს კომპანიის მითვისებაში ადანაშაულებს. ამ ბრალდების უკან წაღებას ითხოვს ბეჟუაშვილის დაცვის მხარე. 

დავით ბეჟუაშვილი ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 

კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 8 თებერვალს შევიდა. ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წლის 18 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ბადაგონის“ მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე.

„ბადაგონის“ სათავო ოფისში საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^