Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააკაშვილი: ივანიშვილი არის ქვეშაფსია, ლაჩარი და არ მესმის, როგორ უთმენთ აქამდე

12 თებერვალი, 2018 22:32

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინული პარტიის, „ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკვე ვარშავაშია. ის დღეს უკრაინაში დააკავეს, რეადმისიის საშუალებით გაიყვანეს ქვეყნიდან და დააბრუნეს იმავე ქვეყანაში, საიდანაც ის უკრაინაში შევიდა.

ვარშავიდან მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა. ის „კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გატაცებას იხსენებს და ამბობს, რომ ის კერძო თვითმფრინავით გადააფრინეს პოლონეთში. მიხეილ სააკაშვილის თქმით,ის  იარაღის დამიზნებით, ხელების გადაგრეხვით გაიტაცეს.

„ჩემს რეადმისიით პოლონეთში გაშვებას იმას ვუკავშირებ, რომ ივანიშვილი არის ქვეშაფსია, ლაჩარი და არარაობა და მე არ მესმის, როგორ უთმენთ აქამდე. რა უნდა ამ კაცს, ეშინია ჩემი, თორემ რამის თავი რომ ჰქონდეს, ხომ მოილაპარაკებდა საქართველოში გადმოცემაზე. არაფრის თავი არ აქვთ, არიან მხდალები, არიან მატყუარები, არიან ფლიდები,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის გააგრძელებს ბრძოლას ოლიგარქების წინააღმდეგ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 თებერვალი
21 თებერვალი

შიდა ქართლში 50 მგვტ სიმძლავრის ქარის ელ ...

თურქული ენერგეტიკული ჰოლდინგი „ჩალიკ ენერჯი“ შიდა ქართლში 50 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს დ ...
20 თებერვალი
20 თებერვალი

საქართველოში გვარის შეცვლის წესი მკაცრდე ...

საქართველოში გვარის შეცვლის წესი მკაცრდება - შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე მუშაობა იუსტიციის სამინისტრომ ...
20 თებერვალი
20 თებერვალი

"TV იბერია" სარედაქციო დამოუკიდებლობასთა ...

ტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტების სახელით ეთერში განცხადება წაიკითხა ტელეკომპანიის ჟურნალისტმა ვახო ხუ ...
^