
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა გიორგი მამალაძეს სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მამალაძეს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით (სსკ-ის 18-109 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა (სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
საქართველოს პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავა. უწყების პოზიციით, მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფას აპირებდა. მოგვიანებით, პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ეხებოდა.
პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.
თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.