Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიხეილ სააკაშვილი: ევროპაში ისეთივე აქტიური ვიქნები

13 თებერვალი, 2018 17:00

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინული პარტიის, „ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში პირველი პრესკონფერენცია გამართა. სააკაშვილის განცხადებით, ის პოროშენკოსა და ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივ აქციებს გეგმავს.

„უახლოეს კვირაში ევროპაში ისეთივე აქტიური ვიქნები, როგორიც ვიქნებოდი უკრაინაში ყოფნის შემთხვევაში. უკრაინაში - პირიქით მდევნიდნენ, მითვალთვალებდნენ, შინაპატიმრობა მომისაჯეს. აქ კი, ევროპაში, თავისუფალი ვარ, თავისუფალი სააკაშვილი თქვენთვის უფრო საშიში იქნება, პეტრო ალექსეევიჩ... მინდა, ვთქვა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების, კომუნიკაციის საშუალების პირობებში, პეტრო პოროშენკოს ეს მცდელობები უკრაინისგან ჩემი იზოლირებისა, უსუსური მცდელობებია.

მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად მოვახერხებთ მასობრივი გამოსვლების ორგანიზებას და სახლში გავისტუმრებთ ოლიგარქებს. დიახ, ისინი ძლიერები არიან, დიახ, ისინი ადვილად არ დათმობენ ძალაუფლებას, მაგრამ როცა უამრავი ხალხი გამოვა, მათ არავინ ჰკითხავს, უნდათ თუ არა წასვლა, ამის გაკეთება მოუწევთ. მე ვიმუშავებ ევროპარლამენტარებთან, ჩვენ შევადგენთ „მაგნიტსკის სიის“ მსგავს სიას უკრაინელი ოლიგარქებისთვის,“ - განაცხადა „რუსთავი 2-ის“ ცნობით მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში გამართულ ბრიფინგზე. 

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა კიევში გუშინ დააკავეს და სპეცრეისით პოლონეთში გაამგზავრეს.

როგორც TCH-ს გავრცელებულ მასალშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილი რეადმისიის საშუალებით გაიყვანეს ქვეყნიდან და დააბრუნეს იმავე ქვეყანაში, საიდანაც ის უკრაინაში შემოვიდა.

TCH: სააკაშვილი პოლონეთში დააბრუნეს

სააკაშვილი: ივანიშვილი არის ქვეშაფსია, ლაჩარი და არ მესმის, როგორ უთმენთ აქამდე

ვიდეო► როგორ დააკავეს მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^