Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაცული ტერიტორიების სააგენტო: სნო-ჯუთა-როშკას გზის პროექტის სრული რუკა არ მიგვიღია

13 თებერვალი, 2018 18:06

დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან არ მიუღიათ სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა -ბაწარა-ახმეტას გზის პროექტის სრული რუკა. 

გზა, რომლის აშენებასაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს, გავრცელებული პეტიციის თანახმად, გარემოსთვის ზიანის შემცველია და შესაძლოა, ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთისა და თუშეთის დაცულ ​ტერიტორიებზეც გაიაროს, რაც დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ​ კანონით აკრძალულია.

პეტიცია სნო-ჯუთა-როშკას გზის წინააღმდეგ, რომელმაც შესაძლოა დაცული ტერიტორიები გადაკვეთოს

„ლიბერალს" დაცული ტერიტორიების სააგენტოში უთხრეს, რომ მათ ჯერჯერობით მხოლოდ პროექტის 5 მონაკვეთის რუკები და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტები წარუდგინეს.

„რუკების მიხედვით, ჯიბახევის მონაკვეთი კვეთს ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიების 0.1 ჰექტარს, რის შესახებაც, დაცული ტერიტორიების სააგენტომ უკვე აცნობა ნებართვების სამსახურს და მოსთხოვა მონაკვეთის ტრაექტორიის შეცვლა. გარდა ამისა, დაცული ტერიტორიების სააგენტომ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის სამსახურმა მოითხოვეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნეს პროექტის მთლიანი რუკა, რათა არ მოხდეს დაცული ტერიტორიების გადაკვეთა და მნიშვნელოვანი ზიანი არ მიადგეს ეკოსისტემებსა და ჰაბიტატებს. რაც შეეხება სნო-ჯუთას მონაკვეთს, რომლის რეაბილიტაციაც ხორციელდება, ყაზბეგის ეროვნულ პარკის 0,4 ჰა-ს კვეთს და მასზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს ნებართვა გაცემული აქვს" - უთხრეს „ლიბერალს" დაცული ტერიტორიების სააგენტოში. მათი ინფორმაციით, საავტომობილო გზის პროექტირება ჯერ არ არის დასრულებული. 

„ლიბერალი" საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გიორგი სეთურიძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ გზის მარშუტებს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ათანხმებენ. 

„ლიბერლაის" შეკითხვაზე, ათანხმებენ თუ არა დაცულ ტერიტორიებზე გზის გაყვანის საკითხს, იგი პასუხობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, და ხშირად ხდება, რომ გზა დაცული ტერიტორიიდან ამოირიცხება. 

„ხშირად არის, როცა დაცულ ტერიტორიებზე გადის გზა, ან ეხება. ხდება იმ ტერიტორიების ამორიცხვა თუ ამას ჩათვლის შესაძლებლად გარემოს დაცვის სამინისტრო. ეს ჩვეულებრივი მუშა პროცესია. ეს ყველაფერი თანხმდება და თუ კონსესუსლი იქნება, განხორციელდება" - თქვა სეთურიძემ. 

მისი თქმით, რეგიონის განვითარებისთვის გზების მშენებლობა აუცილებელია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 თებერვალი
21 თებერვალი

შიდა ქართლში 50 მგვტ სიმძლავრის ქარის ელ ...

თურქული ენერგეტიკული ჰოლდინგი „ჩალიკ ენერჯი“ შიდა ქართლში 50 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს დ ...
20 თებერვალი
20 თებერვალი

საქართველოში გვარის შეცვლის წესი მკაცრდე ...

საქართველოში გვარის შეცვლის წესი მკაცრდება - შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე მუშაობა იუსტიციის სამინისტრომ ...
20 თებერვალი
20 თებერვალი

"TV იბერია" სარედაქციო დამოუკიდებლობასთა ...

ტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტების სახელით ეთერში განცხადება წაიკითხა ტელეკომპანიის ჟურნალისტმა ვახო ხუ ...
^