Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გმირთა მოედანზე ბანერი გადმოფინეს, რომელზეც სამუშაოზე დაღუპული მუშების სახელები წერია

13 თებერვალი, 2018 18:13

„აუდიტორია 115-ის“ წევრებმა გმირთა მოედანზე ბანერი გადმოფინეს, სადაც სამუშაოზე დაღუპული მუშების სახელები და გვარები წერია. ხვალ „აუდიტორია 115“ საპროტესტო აქცია მსვლელობას მართავს.

„2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა, სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო. ეს არის ომი ხალხსა და ბიზნესელიტის ინტერესებზე მორგებულ სახელმწიფოს შორის.

მაშინ, როცა გვარწმუნებენ არჩევანის თავისუფლებაში, მოქალაქეებს არჩევანი შიმშილსა და უმძიმეს პირობებში შრომას შორის უწევთ. ეს არ არის არჩევანი! ეს არ არის თავისუფლება! 
სახელმწიფო თავისი უმოქმედობით გვაიძულებს, ვაშენოთ ისეთი მკვლელი სახლები, რომელიც მსხვერპლად მშენებლების სიცოცხლეს მოითხოვს!

მოთმენას აღარ ვაპირებთ, არ შევეგუებით ადამიანების ყოველდღიურ მკვლელობას! სიჩუმე მკვლელობაში თანამონაწილეობაა“,- ვკითხულობთ ხვალინდელი აქციის facebook ღონისძიების ტექსტში. 

მსვლელობა ხვალ 19 საათზე  თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოდან პარლამენტისკენ გაიმართება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ივნისი
22 ივნისი

სინოდი: კანაფის დამზადების ნებართვა ნარკ ...

დღეს სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც მღვდელმთავრებმა რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს. როგორც სინოდის სხდომის ოქმიდან ჩანს, მა ...
22 ივნისი
22 ივნისი

სინოდი: ზედოზირებით გარდაცვლილი ადამიანე ...

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა გაიმართა. საპატრიარქოში მღვდელმთავრები 7 თვის შემდეგ პირველად შ ...
21 ივნისი
21 ივნისი

საპატრიარქომ სინოდის სხდომის ოქმი გამოაქ ...

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა გაიმართა. საპატრიარქოში მღვდელმთავრები 7 თვის შემდეგ პირველად შ ...
^