Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

WISG: ლესბოსელ ქალზე მოძალადე მშობლების მიმართ პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოსცა

13 თებერვალი, 2018 19:22

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ (WISG) განცხადებით, ლესბოსელი ქალი თ. ორივე მშობლის მხრიდან ბოლო ორი წლის მანძილზე განიცდიდა ძალადობას ჰომოფობიურ ნიადაგზე.

თ.-ს განმარტებით, 2018 წლის იანვარში მისთვის ძალადობა აუტანელი გახდა, გაიქცა სახლიდან და საცხოვრებლად გადავიდა მის პარტნიორთან. მშობლების მხრიდან გაგრძელდა ძალადობის მუქარა და თ.-მ WISG-ის დახმარებით დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას. პოლიციამ, ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, ორივე მშობლის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულია: მოძალადის იმ სახლიდან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს და მოძალადისთვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

„მშობლები სხვადასხვა ფორმით ძალადობდნენ შვილზე ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და „სექსუალური ორიენტაციისგან განკურნების მიზნით“ მკურნალობაზე დაყოლიების მცდელობას. მიუხედავად გაუსაძლისი მდგომარეობისა, ქალი პოლიციისათვის მიმართვისგან თავს იკავებდა“, - აცხადებს WISG-ი

როგორც ორგანიზაცია აცხადებს, თ.-ს შესთავაზეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სერვისები, მაგრამ მან უარი განაცხადა, რადგან WISG-ში იღებს ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის და იურისტის მომსახურებას. მის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა რევიქტიმიზაციის შიშმა იმ სპეციალისტების მხრიდან, რომლებიც არ არიან დაახლოებული ლგბტი ორგანიზაციებთან და არ მუშაობენ ამ ჯგუფთან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^