Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩოფიკაშვილი: გლდანის ციხეში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს

14 თებერვალი, 2018 11:44

გლდანის #8 დაწესებულებაში ყელგამოჭრილი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარება ამ დრომდე მძიმეა და ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. 

იურისტ არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა ადგილზე ვერ იპოვეს ნივთი, რითაც დაზიანება მოხდა, ეს ეჭვქვეშ აყენებს ვერსიას, თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ. ჩოფიკაშვილის თქმით, პატიმრის მდგომარეობა არასაიმედოა. 

„ერთ-ერთ საკანში ღამით იპოვეს ყელგამოჭრილი პატიმარი, რომელიც უგონოდ იყო და გამომძიებლის განცხადებით, ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში. გუშინ ოჯახის წევრებს უკვე კლინიკაში განუცხადეს, რომ საკმაოდ არასაიმედოა ვითარება მისი სიცოცხლის გადარჩენის მხრივ. მერე, როცა ოჯახი დეტალებით დაინტერესდა, აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, სუიციდს ვარაუდობს გამოძიება და სსკ-ის115 მუხლით არის დაწყებული გამოძიება, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, ადგილზე ვერ იპოვეს ის საგანი, რომლითაც დაზიანება იყო მიყენებული, რაც თვითმკვლელობის ვერსიას საეჭვოს ხდის“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-3 მუხლის“ იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^