Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია „საზოგადობრივი მაუწყებლის" წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავს

14 თებერვალი, 2018 12:20

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, საია საჩივრით მიმართავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოითხოვს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაევალოს სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებული ვიდეორგოლის სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსება.

საიას ცნობით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უარი განაცხადა, ეთერში განეთავსებინა მათ მიერ მომზადებული სოციალური რეკლამარომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას 1984 წელს მიღებული სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების საჭიროებაზე. აღნიშნული ნორმატიული აქტი ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს და ყოველდღიურად იწვევს არაერთი პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას.

საიას განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 1 საათში ჯამში არანაკლებ 60 წამი. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის აღნიშნული ნორმის დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^