Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინგლისის რაგბის ნაკრების მწვრთნელი: საქართველო შერკინებაში ზეწოლით საუკეთესოა

14 თებერვალი, 2018 13:45

ინგლისის რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოსთან ერთობლივი წვრთნით კმაყოფილია. მისი თქმით, ამ ვარჯიშმა ინგლისს მისცა ზუსტად ის, რაც სჭირდებოდა. „ყველაზე დიდი, ძლიერი და უსიამოვნო შერკინების ხაზი მსოფლიოში“ - ედი ჯოუნსმა საქართველოს ნაკრების წევრები შეაფასა. ინფორმაციას ამის შესახებ „ტელეგრაფი“ ავრცელებს. 

ერთობლივი ვარჯიშის ღია სესიაზე, საქართველომ ინგლისის ნაკრებს, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზეა, შერკინებაში ორჯერ მაინც მოუგო. სამაგიეროდ, მსაჯმა უეინ ბარნსმა ინგლისის სასარგებლოდ მეტი ჯარიმა დანიშნა. „საქართველოს შერკინება ზუსტად იმ ტიპისაა, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა - ძლიერი და სხვანაირად შეკრული“ - თქვა ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა. „ჩვენმა ბიჭებმა ბევრი ახალი რამ ისწავლეს. ქართველებს თავიდან უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ მოგვიანებით ჩვენც მოვახერხეთ თამაშში დაბრუნება. შესანიშნავი სესია იყო, ფანტასტიკური“ - დაამატა ჯოუნსმა.

საქართველოსთან ნაკრების მორაგბეებთან ერთად ივარჯიშეს ინგლისის ნაკრების მცველებმაც. მაგრამ, მწვრთნელის თქმით, ყველაზე მეტი ბრიტანელებმა ქართველთა წინა ხაზისგან ისწავლეს, რომლის არაორდინარული მეთოდებით ედი ჯოუნსი მოხიბლული დარჩა. „ქართველები თავიანთ თავსა და მხრებს სხვანაირად იყენებენ“, - დასძენს ის.

„ისინი შერკინებაში განსხვავებული მეთოდებით თამაშობენ - ზოგი მათგანი ძველმოდურია, სხვები კი ახალი. ბევრ რამეს სხვანაირად აკეთებენ. ახალი წესების პირობებში, მათ იპოვეს ახალი გზები, შერკინებაში ზეწოლა გადაადგილების გარეშეც კი მოეხდინათ“, - ჰყვება ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შერკინების ხაზი აქვს. „ისინი შერკინებაში ზეწოლას სხვა ნაკრებთა უმეტესობაზე კარგად ახერხებენ. ჩვენ ყველა მათ მსგავსად ვცდილობთ, შერკინებაში ხაზის დაუშლელად შევბოჭოთ, მაგრამ ქართველები მაინც საუკეთესოები არიან“, - თქვა ედი ჯოუნსმა ვარჯიშის შემდეგ.

ფოტო: Getty Images

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^