Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

4 მომხრე 4 წინააღმდეგი - პრეზიდენტის ვეტოზე დარგობრივი კომიტეტის წევრთა ხმები გაიყო

14 თებერვალი, 2018 13:55

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. „ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, კანონპროექტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ასახვას ოთხმა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი: „ნაციონალური მოძრაობიდან" რომან გოცირიძემ, „ევროპული საქართველოდან" ზურაბ ჭიაბერაშვილმა და მამუკა ჩიქოვანმა, ხოლო „ქართული ოცნებიდან" დავით ჭიჭინაძემ.

მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭრეს: საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კახა ოქრიაშვილმა, რევაზ არველაძემ, რომან კაკულიამ და გენადი მარგველაშვილმა. ორმა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

მიუხედავად ამისა, საკითხი განსახილველად პლენარულ სხდომაზე მაინც გავა.

კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ სხდომაზე აღნიშნა, რომ„“მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს არ იზიარებს, თუმცა კანონპროექტის მიმართ მისი პოზიცია უცვლელია: კომიტეტმა კანონპროექტი უარყოფითად შეაფასა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მოტივირებული შენიშვნების შესახებ არ ჰქონდათ განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ რადგანაც ეს არის პრეზიდენტის ვეტო, იგი არ გაიზიარეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრის სულხან სალაძის შეფასებით, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ვეტოს დაძლევს თუ არა პარლამენტი, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს რედაქცია არ შევიდეს ძალაში: „ანუ ის რედაქცია რომელიც პარლამენტმა გაუგზავნა პრეზიდენტს ხელმოსაწერად, არ იქცეს კანონად“.

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ წარმომადგენელის, ნათია კუპრაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტი პრინციპულ პოიზიციაზე რჩება და კანონპროექტის შესახებ შენიშვნები აქვს.

პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო 15 იანვარს დაადო. პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები მაუწყებელს გარკვეული რაოდენობის კომერციული რეკლამის განთავსების საშუალებას აძლევს. 

როგორც პრეზიდენტი აცხადებდა, „საქართველოში ის ბაზარი, რომელიც ასაზრდოებს კერძო ტელევიზიებს, არის მილევადი და მუდამ კლებადი. ამ ბაზარზე კონკურენციაში შესულია არაერთი კომერციული არხი. გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი შევიდეს ამ ბაზარზე, ჩემი აზრით, პრობლემურია.“ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისთავად როგორც სიკეთე არ უნდა დაუპირისპირდეს მეორე სიკეთეს - მედიამრავალფეროვნებას, რომელსაც სარეკლამო ბაზარზე შესვლით პრობლემას შეუქმნის.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, არასწორად შეიცვალა ამ საკანონმდებლო პაკეტში შესყიდვების რეგულაციის საკითხიც, რომელიც არსებულ კანონში პრობლემური იყო, მაგრამ ცვლილებებმა ის ხისტი რეგულაციები ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების ნაცვლად, საერთოდ გააუქმა.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს საპარლამენტო განხილვების პარალელურად აკრიტიკებდნენ არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ წერდა, რომ „სხვადასხვა შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტი შეიცავს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საქმიანობის გაუმჭვირვალობისა და კორუფციის რისკებს, ასუსტებს მაუწყებელზე საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმებს და არაკონკურენტულ გარემოს ქმნის სარეკლამო ბაზარზე“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^