Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დვალი: 1 წლის შემდეგ „რუსთავი 2-ის" შესახებ შეტანილ საჩივარს ხანდაზმულობის ვადა გასდის

14 თებერვალი, 2018 14:16

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა: დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ადვოკატთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს. დამფუძნებლების თქმით, მათ „რუსთავი 2-ის“ წილი ძალით დაათმობინეს, რის შესახებაც გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ არ სრულდება. ხოლო ხანდაზმულობის ვადის გამო ჩნდება შესაძლებლობა, რომ მათ საქართველოში სამართლებრივი ბრძოლის ყველა ბერკეტი დაკარგონ.

„გაისად, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, თუ პროკურატურა არ წაუდგენს ბრალს ვინმეს, ვინც გამოიკვეთ,ა რომ არის დანაშაულის ჩამდენი, ჩვენ გაგვდის ხანდაზმულობის ვადა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვკარგავთ ყველა ბერკეტს შიდა ინსტანციებში სამართლებრივი გზით ვიბრძოლოთ.“ - თქვა პრესკონფერნციაზე „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებელმა დავით დვალმა.

თუ ერთი წლის განმავლობაში რეაგირება არ იქნება, სამაუწყებლო კომპანიის დამფუძნებლები ევროკონვენციის მე-13 მუხლის საფუძველზე სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ. 

აღნიშნულ საქმეზე ამჟამად გამოძიება შეცვლილი კვალიფიკაციით, უფლებამოსიძლების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს.

ბარათაშვილი: „რუსთავი 2-ის" საქმეში სხვა პირებთან ერთად სააკაშვილიც ფიგურირებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^