Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თეთრი ხმაური“: სახელმწიფო გულგრილი რჩება დასაქმებულთა უფლებების მიმართ

14 თებერვალი, 2018 14:56

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ დღევანდელ აქციას ეხმაურება. „ლიბერალი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

„უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში 1209 ადამიანი დაიღუპა და დასახიჩრდა სამუშაო ადგილებზე. სულ რამდენიმე დღის წინ, მშენებლობამ 26 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეს ტრაგიკული შემთხვევები არ არის შემთხვევითი ხასიათის, ის პირდაპირი გამოძახილია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობის მაღალი მაჩვენებლის, რაც სიღარიბეში მყოფ მოსახლეობას სიცოცხლისთვის საშიშ, უსაფრთხოების ნორმების არარსებობის პირობებში შრომას აიძულებს.

ნაცვლად იმისა, სახელმწიფომ თვალი გაუსწოროს არსებულ საგანგაშო ვითარებას და ყველა გზას მიმართოს საკუთარი მოსახლეობის სიცოცხლის უზრუნველსაყოფად, ის გულგრილი რჩება დასაქმებულთა უფლებების მიმართ და ადამიანებს მონური პირობებისთვის, სიკვდილისთვის წირავს. ხელისუფლებას არათუ სისტემური ნაბიჯები გადაუდგამს მოსახლების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, პარლამენტი დღემდე აჭიანურებს და არასრულყოფილი ფორმით ცდილობს გაიტანოს კანონი შრომის უსაფრთხოების პირობების შესახებ, რომელსაც ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს.

თეთრი ხმაურის მოძრაობა იყო და იქნება სოლიდარული ყველა იმ საკითხის მიმართ, რომელიც ჩვენს მოსახლეობას უმძიმეს ტვირთად აწევს. სამწუხაროდ დღეს ქვეყანაში სიმწვავის ხაზი არათუ შრომის ღირსეულ პირობებსა და სათანადო ანაზღაურებაზე, არამედ ადამიანთა სიცოცხლის შენარჩუნებაზე გადის.

ყველა იმ ადამიანს, ვინ იაზრებს პრობლემის ტრაგიკულობას და ვისთვისაც მტკივნეულია დასაქმების ადგილებზე ჩვენი მოქალაქეების დაუსრულებელი გარდაცვალებისა თუ ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტები, მოგიწოდებთ მხარდაჭერა გამოხატოთ და შეუერთდეთ დღევანდელ აქციას“,- ნათქვამია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ გვარცელებულ განცხადებაში.

დღეს, თსუ-ის პირველი კორპუსიდან პარლემენტის მიმართულებით საპროტესტო-აქცია მსვლელობა იმართება. 

გმირთა მოედანზე ბანერი გადმოფინეს, რომელზეც სამუშაოზე დაღუპული მუშების სახელები წერია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 თებერვალი
21 თებერვალი

შიდა ქართლში 50 მგვტ სიმძლავრის ქარის ელ ...

თურქული ენერგეტიკული ჰოლდინგი „ჩალიკ ენერჯი“ შიდა ქართლში 50 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს დ ...
20 თებერვალი
20 თებერვალი

საქართველოში გვარის შეცვლის წესი მკაცრდე ...

საქართველოში გვარის შეცვლის წესი მკაცრდება - შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე მუშაობა იუსტიციის სამინისტრომ ...
20 თებერვალი
20 თებერვალი

"TV იბერია" სარედაქციო დამოუკიდებლობასთა ...

ტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტების სახელით ეთერში განცხადება წაიკითხა ტელეკომპანიის ჟურნალისტმა ვახო ხუ ...
^