Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა კითხვებს უჩენს „GIPA-ს“ პროგრამების აკრედიტაციის პროცესი

14 თებერვალი, 2018 17:49

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის 16-კაციანმა საბჭომ „GIPA”-ს ახალ საბაკალავრო პროგრამას საჯარო მმართველობაში აკრედიტაციაზე უარი უთხრა.

უნივერსიტეტმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ის ახლა აპელაციის საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება.

აკრედიტაციის მისაღებად GIPA-მ საბჭოს სამართლის საბაკალავრო პროგრამაც წარუდგინა. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) სამართლის პროგრამაზე აკრედიტაციის საბჭოს პირველადი დასკვნა უკვე მიიღო.

სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ბაკურ კვაშილავა მიიჩნევს, რომ დასკვნა, აკრედიტაციის კრიტერიუმებისა და სტანდარტების არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

მისივე შეფასებით, კომისიამ „არასწორად აიტაცა“  სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც უნივერსიტეტებისა და პროგრამების დრამატულ შემცირებას ისახავს მიზნად.

კვაშილავა ამბობს,  რომ ეს ტენდენცია გამოიხატა სამართლის საბაკალავრო პროგრამის შეფასებაშიც. ის მიიჩნევს, რომ პროგრამების აკრედიტაციის პროცესი ორიენტირებულია ფორმალიზმზე და არ ითვალისწინებს პროგრამის შინაარსობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებელს.

„ხშირია ხოლმე შემთხვევები, როდესაც უნივერსიტეტები/პროგრამები არ იზიარებენ შენიშვნებს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ამჯერად ჩვენ განსაკუთრებულ შემთხვევასთან  გვაქვს საქმე. აქ არის ისეთი ვითარება, როდესაც პრაქტიკულად არც ერთ არსებით შინაარსობრივ საკითხში, ჩვენ და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამას წაიკითხავს და მეტ-ნეკლებად ამ სფეროში გარკვეულია, არ შეიძლება დაეთანხმოს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ ტენდენციებზე ვისაუბროთ.

ვინაიდან ეს შეფასება პირველადია და ეს პროცესი მიმდინარეობს, ჯერჯერობით ამის (დოკუმენტის) გასაჯაროების საჭიროებას ვერ ვხედავთ. მით უმეტეს, რომ მათ აქვთ უფლება, პირველად დასკვნას გადახედონ. მიუხედავად ამისა, ეს იმდენად განსხვავებული და ყოველგვარი ნორმისგან ამოვარდნილი დოკუმენტია,  გადავწყვიტეთ, რომ ამ ინფორმაციის ცოდნა საზოგადოებისთვის აუცილებელი იყო“, - უთხრა ბაკურ კვაშილავამ „ლიბერალს“.

მასალის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ GIPA-ს საბაკალავრო პროგრამას საჯარო მმართველობაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით აკრედიტაციაზე უარი ეთქვა.

გადაწყვეტილება ცენტრის ვებგვერდზე 10 იანვარს  გამოქვეყნდა. გადაწყვეტილებას ამჟამად აპელაციის საბჭო განიხილავს.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საბოლოო შეფასებით პროგრამა „შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“.  უფრო კონკრეტულად კი ხუთიდან მხოლოდ ერთი სტანდარტის შემთხვევაში, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამის მიზანს, სწავლის შედეგებსა და მათთან პროგრამის შესაბამისობას ეხება, წერია რომ „სტანდარტი ნაწილობრივ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“.

როგორც ბაკურ კვაშილავამ „ლიბერალს“ უთხრა, საბჭოს ეს გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს.

„ჯიპა თავიდან არსებობდა, როგორც სახელმწიფო მმართველობის სკოლა. 1995 წელს ინსტიტუტი შეიქმნა სწორედ ამ პროგრამის განსახორციელებლად, იმისთვის, რომ მოემზადებინა საქართველოს იმდროინდელი მთავრობისთვის თანამედროვე უნარ-ჩვევებით აღჭურვილი სახელმწიფო მოხელეები. ამ საქმეში იყო ინსტიტუტი ნოვატორი. ბუნებრივია, როცა საუბარი არის ბაკალავრიატის გახსნაზეც, ეს მაგისტრატურას არ ეხება, ეჭვებს ბადებს, რომ თითქოს ჩვენთან არ იყოს ის კომპეტენცია, რომელიც საშუალებას მისცემდა საბჭოს და კომისიას, რომ ამ პროგრამის განხორციელების საშუალება მოეცა “,- ამბობს ბაკურ კვაშილავა.  

მისი ინფორმაციით, სამართლის საბაკალავრო პროგრამისთვის აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე 16 თებერვალს გაიმართება საბჭოს სხდობა, რომელსაც ორივე მხარე, როგორც უნივერსიტეტის პროფესურა, ასევე  დასკვნის შემდგენი ექსპერტები დაესწრებიან. 

საბჭოში 16 წევრი შედის. საბჭოს ახალი შემადგენლობა პრემიერ-მინისტრმა 2018 წლის 8 დეკემბერს დაამტკიცა. საბჭოს თავმჯდომარე თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდულია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

წულუკიანი დანიაში კონფერენციაზე: შესაძლო ...

კომპენჰაგენში საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე, რომელიც  ყოველ წელს იმართება და კორუფციასთან დაკა ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

IPN: ლია გიგაური ქეთევან ციხელაშვილის მო ...

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქ ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

„შეგვიძლია, გავგზავნოთ ეკა კვესიტაძე“ - ...

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ხვალ  „რუსთავი 2-ის“, „ი ...
^