Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატი: უკრაინიდან გაძევების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ნიდერლანდებში დასახლდება

14 თებერვალი, 2018 17:31

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცხოვრებას ნიდერლანდებში აპირებს. ჰოლანდიური გამოცემა De Telegraaf  ინფორმაციას მის ადვოკატზე ოსკარ ჰამერშტეინზე დაყრდნობით აქვეყნებს. ადვოკატის თქმით, სააკაშვილმა ქალაქ როტერდამში, იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურის ოფისს ბინადრობის უფლების მინიჭებისთვის მიმართა. როგორც გამოცემა წერს, საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინაში ოპოზიციური პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი ამსტერდამში აპირებს ცხოვრებას.

როგორც De Telegraaf წერს, ნიდერლანდების იუსტიციის სამინისტრომ დაადასტურა, რომ სააკაშვილმა ოჯახთან გაერთიანების მიზნით ბინადრობის უფლება მოითხოვა. იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურმა მას ამისი ნებართვა 2017 წლის დეკემბერშივე მისცა.

გასულ წელს მიხეილ სააკაშვილს პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ორშაბათს კი კიევში დააკავეს და პოლონეთში გააძევეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^