Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა დაემართა საზოგადოებრივი მაუწყებლის ე. წ. სუპერდესკს

14 თებერვალი, 2018 17:50

საზოგადოებრივ მაუწყებელში ე.წ. სუპერდესკი ახალმა მენეჯმენტმა ერთი წლის წინ შექმნა.

2017 წლის 17 ივნისს, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა გიორგი ფუტკარაძემ დატოვა, გაირკვა, რომ ეს თანამდებობა საერთოდ გაუქმდა. ახალი ამბების ბლოკის მართვა კი „სუპერდესკმა“ ჩაიბარა.

ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული სამსახურის უფროსმა, ია ანთაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. ის ამბობდა, რომ ეს არის ფორმა, რომლითაც ნიუსრუმი გამჭვირვალედ და დამოუკიდებელად იმართება. 

„ეს არის ჩვენი პირველი ერთობლივი პროდუქტი. ნიუსრუმში ყოველდღე ორი თათბირი იმართება: 11.00-ზე და 16.00-ზე. ორივე თათბირზე იგეგმება მიმდინარე და მომავალი დღის ყველა თემა, მათი თანმიმდევრობა, აქცენტები. ამ თათბირებში აუცილებლად მონაწილეობს დაახლოებით 20 ადამიანი: სუპერდესკი (მართვის ზედა რგოლი), დამგეგმავები და რადარები, მიმართულებებისა და გამომშვები პროდიუსერები, რადიოს და ანალიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები.  თითოეული თათბირი, სულ მცირე, ერთ საათს გრძელდება,“ - ამბობდა ია ანთაძე.

შესაბამისი ცვლილება შევიდა მაუწყებლის დებულებაშიც და ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სტრუქტურული ერთეულები ოფიციალურად ასე განისაზღვრა:

ცენტრალური მართვის აპარატი (სუპერდესკი) → (ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების აპარატი → მედიაპროდუქციის წარმოების აპარატი) და ანალიტიკური სამსახური.

სუპერდესკს 6 წევრი ჰყავდა:

გიორგი გვიმრაძე – ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი;

მიშა ნადირაძე – ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ტექნიკური უზრუნველყოფა;

ირაკლი აბსანძე – მულტიმედიის რედაქტორი;

ეკა შონია – დაგეგმვის რედაქტორი;

თამარ კაციტაძე – ვებგვერდის რედაქტორი;

ია ანთაძე – მაუწყებლის სტრატეგიული სამსახურის უფროსი

2018 წლის 16 იანვარს გამოცემა „ნეტგაზეთი“ წერდა, რომ ია ანთაძემ ე.წ. სუპერდესკი დატოვა. გამოცემასთან კომენტარში ანთაძე განმარტავდა, რომ ის არხის ვებგვერდზე ახალი რუბრიკის გაკეთებას გეგმავს.

ე.წ. სუპერდესკის წევრი აღარ არის იარკლი აბსანძეც. როგორც ის განმარტავს, რადგან გადაცემა „კვირის ინტერვიუს“ ავტორი და წამყვანია, მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ ამ გადაცემის მომზადებისთვის უფრო მეტი დრო დაეთმო, შესაბამისად, „სუპერდესკის“ მუშაობაში აღარ მონაწილეობდა.

როგორ განაგრძობს მუშაობას „სუპერდესკი“ და რამდენი წევრი ჰყავს ამჟამად? - ამასთან დაკავშირებით ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორს, გიორგი გვიმრაძეს დავუკავშირდით. მან სატელეფონო „მესიჯების“ საშუალებით გვითხრა, რომ „სუპერდესკი“ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და ამჟამად  მის შემადგენლობაში 4 წევრი რჩება.

„იას თანამდებობა არ იყო „სუპერდესკის“ თანამდებობა. ის, როგორც სტრატეგიული სამსახურის ხელმძღვანელი, გარკვეული დროით იყო „სუპერდესკზე“ - ასე ვთქვათ, მოვლენილი. ამდენად, მისი ჩანაცვლების არანაირი საჭიროება არ არსებობს. ირაკლი კი გადაცემაზე მუშაობს და საჭიროებიდან გამომდინარე, გადავწყვეტთ, იქნება თუ არა მისი ჩანაცვლების საჭიროება,“ - ამბობს გიორგი გვიმრაძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

წულუკიანი დანიაში კონფერენციაზე: შესაძლო ...

კომპენჰაგენში საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე, რომელიც  ყოველ წელს იმართება და კორუფციასთან დაკა ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

IPN: ლია გიგაური ქეთევან ციხელაშვილის მო ...

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქ ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

„შეგვიძლია, გავგზავნოთ ეკა კვესიტაძე“ - ...

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ხვალ  „რუსთავი 2-ის“, „ი ...
^