Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მსჯავრდებულის საქმე, რომელსაც ყელის არეში აქვს დაზიანებები, პროკურატურას გადაეცა

14 თებერვალი, 2018 18:34

მსჯავრდებულის საქმე, რომელსაც ყელის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული, გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა.

უწყებაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა გამოკითხვის პროცესი.

„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გამოსაძიებლად გადაეცა მსჯავრდებულ ნ.ჩ.-ს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაწყებული გამოძიება, რომელიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარეობდა.

ამ ეტაპზე ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა გამოკითხვის პროცესი. მიღებული შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მოწმეთა ჩვენებით, მსჯავრდებულმა ჩ.ნ.-მ 10 თებერვალს საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება, სავარაუდოდ, ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა. 

უწყების განცხადებით, მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციამ მყისიერად აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება. რის შემდეგაც ის დაუყოვნებლივ გაიდაყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. მსჯავრდებული ჩ.ნ. საკანში 3 თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 იანვარი
17 იანვარი

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავში ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან ...
16 იანვარი
16 იანვარი

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელ ...

კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს დიღომში მომხდარი აფეთქების შესახებ.  „ყაზტრა ...
16 იანვარი
16 იანვარი

„ყაზტრანსგაზ თბილისის“ წარმომადგენლები დ ...

დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების საქმეზე „ყაზტრანსგაზ თბილისის“ წარმომადგენლებს პოლი ...
^