Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტის წინ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა

14 თებერვალი, 2018 20:40

პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა. პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

პარლამენტის წინ სამუშაო ადგილზე მუშების დაღუპვის გამო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

„2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო. ეს არის ომი ხალხსა და ბიზნეს-ელიტის ინტერესებზე მორგებულ სახელმწიფოს შორის.

მაშინ როცა გვარწმუნებენ არჩევანის თავისუფლებაში, მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შიმშილსა და უმძიმეს პირობებში შრომას შორის უწევთ. ეს არ არის არჩევანი! ეს არ არის თავისუფლება! 
სახელმწიფო თავისი უმოქმედობით გვაიძულებს ვაშენოთ ისეთი მკვლელი სახლები, რომელიც მსხვერპლად მშენებლების სიცოცხლეს ითხოვს!

მოთმენას აღარ ვაპირებთ, არ შევეგუებით ადამიანების ყოველდღიურ მკვლელობას!

სიჩუმე მკვლელობაში თანამონაწილეობაა", - აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 იანვარი
17 იანვარი

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავში ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან ...
16 იანვარი
16 იანვარი

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელ ...

კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს დიღომში მომხდარი აფეთქების შესახებ.  „ყაზტრა ...
16 იანვარი
16 იანვარი

„ყაზტრანსგაზ თბილისის“ წარმომადგენლები დ ...

დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების საქმეზე „ყაზტრანსგაზ თბილისის“ წარმომადგენლებს პოლი ...
^