Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტის წინ გარდაცვილილი მუშების ამსახველი ფუგურები დააწყვეს

14 თებერვალი, 2018 20:59

პარლამენტის წინ, სადაც სამუშაო ადგილზე მუშების დაღუპვის გამო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებმა სტენსილი დახატეს და გარდაცვილილი მუშების ამსახველი ფუგურები დააწყვეს.

„ნუ ამახინჯებთ ქალაქს", - პოლიციამ აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

„2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო. ეს არის ომი ხალხსა და ბიზნეს-ელიტის ინტერესებზე მორგებულ სახელმწიფოს შორის.

მაშინ როცა გვარწმუნებენ არჩევანის თავისუფლებაში, მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შიმშილსა და უმძიმეს პირობებში შრომას შორის უწევთ. ეს არ არის არჩევანი! ეს არ არის თავისუფლება! 
სახელმწიფო თავისი უმოქმედობით გვაიძულებს ვაშენოთ ისეთი მკვლელი სახლები, რომელიც მსხვერპლად მშენებლების სიცოცხლეს ითხოვს!

მოთმენას აღარ ვაპირებთ, არ შევეგუებით ადამიანების ყოველდღიურ მკვლელობას!

სიჩუმე მკვლელობაში თანამონაწილეობაა", - აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 თებერვალი
21 თებერვალი

შიდა ქართლში 50 მგვტ სიმძლავრის ქარის ელ ...

თურქული ენერგეტიკული ჰოლდინგი „ჩალიკ ენერჯი“ შიდა ქართლში 50 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს დ ...
20 თებერვალი
20 თებერვალი

საქართველოში გვარის შეცვლის წესი მკაცრდე ...

საქართველოში გვარის შეცვლის წესი მკაცრდება - შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე მუშაობა იუსტიციის სამინისტრომ ...
20 თებერვალი
20 თებერვალი

"TV იბერია" სარედაქციო დამოუკიდებლობასთა ...

ტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტების სახელით ეთერში განცხადება წაიკითხა ტელეკომპანიის ჟურნალისტმა ვახო ხუ ...
^