Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტი: მმართველი გუნდი სულიერი და ემოციური გაერთიანების პოვნას ვეტოს დაძლევაში ხედავს

14 თებერვალი, 2018 22:03

როგორც ყოველთვის, მმართველი გუნდის წარმატება მდგომარეობს იმაში, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა. 

მისი თქმით, მმართველი გუნდი არნახული სულიერი და ემოციური გაერთიანების პოვნას ვეტოს დაძლევაში ხედავს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონში არის რამდენიმე სადავო საკითხი. მე გამოვყავი 2 პრინციპული საკითხი ჩემს მოტივირებულ შენიშვნებში, რომელიც განსაკუთრებით სადავოდ მიმაჩნია. პირველი არის რეკლამის საკითხი, რომელიც დამოუკიდებელ ტელევიზიებს და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პრინციპს ურტყამს და მეორე, შესყიდვების საკითხი, რომელზეც მიმაჩნია, რომ არსებული შესყიდვების კანონი არ არის ადეკვატური. მისაღებია ახალი და ის უნდა იყოს ევროპული სტანდარტების, მაგრამ საერთოდ შესყიდვებზე რეგულაციის გაქრობა არასწორია. 

ერთი კარგი ქართლური გამოთქმაა „მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო“, რაღაც მიზეზი იყო საჭირო, რამენაირად, უკვე მერამდენედ დაიძლიოს პრეზიდენტის ვეტო. არნახული სულიერი და ემოციური გაერთიანება რამეში მაინც იპოვნოს მმართველმა გუნდმა და რაღაცაში მართლა მიაღწიონ წარმატებას, რაღაც სიმაღლე აიღონ ერთად, ეს არის ვეტოს დაძლევა. სულ ასე ხდება, ვისაც ახსოვს საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორია, ეროვნული ბანკის ვეტო... იძლეოდა ვეტო და მერე ჩემს შენიშვნებს გადაწერდნენ ლამაზი ხელით და ისევ იმ კანონს ცვლიდნენ. ასევეა კონსტიტუციაზეც, რასაც მე ვეტოში ვითხოვდი, 2017 წელს მიღებულ კონსტიტუციაში იმის ჩასწორება ხდება. აქ გვაქვს მარტივ რამესთან საქმე, როგორც ყოველთვის, მმართველი გუნდის წარმატება მდგომარეობს იმაში, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს. 

მგონია, რომ ვეტოს დაძლევენ, მერე ახალ კანონს არ მიიღებენ, დატოვებენ ძველ კანონს ძალაში, რაც შედეგობრივად იმას ნიშნავს, რომ ვეტო მიუღიათ, უბრალოდ ამას ვეტოს დაძლევად გააფორმებენ. მგონი, ერთობა უხარიათ, ყველანი ერთად რომ რაღაცის შემძლე არიან. ვეტოს დაძლევენ თუ ძველ კანონს დატოვებენ ძალაში, ორივე შემთხვევაში ეს არის კარგი და არ მიაყენებს ზარალს არც „საზოგადოებრივ მაუწყებლს“, არც მედია ბაზარს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^