Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სერგი კაპანაძე: მინიმალური ანაზღაურების განსაზღვრის მომხრე არ ვარ

15 თებერვალი, 2018 0:22

„მინიმალური ვალდებულებები, რომლებიც აღებული გვაქვს, მათ შორის შრომის უსაფრთხოების კუთხით, უნდა შესრულდეს - არ არის ამაში ორი აზრი, მაგრამ არ ვარ მომხრე, მაგალითად მინალური ანაზღაურების განსაზღვირს" - ამის შესხაებ „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა დეპუტატმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძემ განაცხადა. 

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში გამართულ დისკუსიაზე კაპანაძემ აღნიშნა, რომ მინიმალური ანაზღაურების განსაზღვრა სამუშაო ადგილებს არ შექმნის, „პირიქით, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების დაკარგვას". 

„შრომის უსაფრთხოებას რაც შეეხება, ის ვალდებულებები, რომლებიც ევროკავშრისგან გვაქვს აღებული ასოცირების შეთანხმებით, DCFTA-ით, ის უნდა შევასრულოთ. მიუხედავად იმისა, ჩვენი იდეოლოგიური დამოკიდებულება როგორია ამ საკითხების მიმართ. მაგრამ არ ვემხრობი იმ როტორიკას, რომ დღეს საქართველოში ნეოლიბერალური მდოელია თავსმოხვეული და ამის სოციალისტურ რელსებზე გადაყვანა თუ არ მოვახერხეთ მალე, რაღაც უბედურება დაგვემართება. არასწორი მგონია ეს, იმიტომ რომ არ გვაქვს ჩვენ ჯერ ისეთი დოვლათი, რომ იმის რედისტრიბუციაზე და დისტრიბუციაზე ვიფიქროთ" - თქვა კაპანაძემ. 

მან ასევე ისაუბრა გენდერული კვოტირებისა და ნარკოპოლიტიკის ლიბერლაიზაციის შესახებ კანონპროექტებზე. 

კაპანაძემ თქვა, რომ კტოვირების მომხრეა, თუმცა არა იმ მოდელისა, რომლითაც პროპორციულ სიაში ყოველი მეორე დეპუტატი განსხვავებული სქესის უნდა იყოს. 

„მაგრამ ვემხრობი მოდელს, რომელშიც შეიძლება იყოს ყოველი მესამე... ან გაზრდის წარმომადგენლობას სხვადასხვა გზებით, ოღონდ არა ამ კონკრეტულ მოდელს. მგონია, რომ არცერთ სქესთან მიმართებაში ეს სწორი არ იქნება" - თქვა კაპანაძემ. 

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, კაპანაძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილ კანონპროექტს ემხრობა, თუმცა აქვს შეკითხვები.

„ვიცი რომ ამ მოძრაობაში არიან ადამიანები, რომლებიც ყველა ტიპის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას ემხრობიან. ამაზე არ მაქვს ბოლომდე ჩამოყალიბებული პოზიცია, მაგრამ ამ საკანონდებლო პაკეტის ძირითად ნაწილს ვეთანხმები" - თქვა კაპანაძემ.

ხულორდავა: შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაწესება სავალდებულოა, ეს სასწრაფოა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^