Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჰარმსი: გაფართოების საფუძველი რომ შექმნას, ევროკავშირი საკუთარ გამოწვევებს უნდა გაუმკლავდეს

15 თებერვალი, 2018 1:10

„საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გარანტია არ არსებობს, გარანტია არასდროს არსებობს, რადგან შესაძლოა, პოლიტიკური მდგომარეობა შეიცვალოს პროცესში, რომელიც, შესაძლოა ისეთივე გრძელი და გამოწვევებით სავსე იყოს, როგორც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა" - ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, რებეკა ჰარმსმა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ამჟამად  ევროკავშირი პრობლემებითაა მოცული, რადგან იგი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ინტეგრაციის პროცესში საკმარის სიფრთხილეს არ იჩენდა. 

„ის, რაც უნგრეთსა და პოლონეთში ხდება, ავტორიტარული და ნაციონალისტური ლიდერების დაბრუნება, საკმაოდ დიდი გამოწვევაა. მე მხარს ვუჭერ ევროკავშირის სამეზობლოს ბევრი ქვეყნის წევრობის პერსპექტივას. ამავდროულად დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც მოქალაქეები და პოლიტიკოსები ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა, პირველ რიგში ევროკავშირში უნდა შევქმნათ პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც წინაპირობაა სამომავლო გაფართოებისა" - თქვა ჰარმსმა. 

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებულმა ქვეყნებმა ეს გააცნობიერონ.

„ჩვენ გვაქვს საკუთარი გამოწვევები, რომელთაც უნდა გავუმკლავდეთ, რათა საფუძველი შევქმნათ სხვა ქვეყნების შემოსაერთებლად" - თქვა ჰარმსმა. 

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროსა და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ორგანიზებით დღეს დისკუსია გაიმართა, სახელწოდებით „ევროპა და ახალი მსოფლიო „უწესრიგობა". დისკუსიაში ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი დეპუტატი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე მონაწილეობდნენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 აგვისტო
17 აგვისტო

გემთან, რომლის ბორტზე 17 ქართველი მეზღვა ...

"პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე Pantelena IMO 9321469, რომელიც ახდენდა ნავთობის ტრანსპორტირებას და მის ბორტზე 17 ...
17 აგვისტო
17 აგვისტო

„თბილისის აეროპორტში ირანის მოქალაქეებს ...

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი მოქალაქეების უპატივცემულოდ მოპყრობის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ...
17 აგვისტო
17 აგვისტო

ევკალიპტის ხის არ გადარგვის გამო სამინის ...

მწვანე კონცხიდან ევკალიპტის ხის გადატანის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახუ ...
^